ვინ ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და რატომ არ შეჰყავს ჯანდაცვას ბაზაში ინფიცირებულები?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს ამოიწურა.

თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს შესაძლებლობა აღარ აქვთ დაუკავშირდნენ ცესკოს, მოითხოვონ გადასატანი ყუთის მიტანა და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

პირები, რომლებიც დღეს, ხვალ და უახლოეს დღეებში გადავლენ თვითიზოლაციაში, არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ

გარდა ამისა, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას მხოლოდ ის მოქალაქეების შესძლებდნენ, ვისი მონაცემით ოფიციალურად ფიქსირდებოდა ჯანდაცვის უწყების მონაცემთა ბაზაში! ჯანდაცვის ბაზა მოწესრიგებული პანდემიამდე არ გვინახავს და ახლა ვინ მოაწესრიგებდა? იზოლაციაში მყოფ ჟურნალისტ გიგა ბენიას, მაგალითად, დღეს უარი უთხრეს გადასატან ყუთზე და არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან, კი იზოლაციაში, კი ინფიცირებულა, მაგრამ, უპს, არ არის ჯანდაცვის მონაცემთა ბაზაში და ცესკომ რა ჰქნას?

ხო, კიდევ ერთი უცნაურობა ისევ ციფრებშია, კარგი რამეა სტატისტიკა და ციფრები: ესე იგი, ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით კარანტინის რეჟიმში სულ იმყოფება 3757 მოქალაქე (აქედან სასტუმროში – 2238 და დანარჩენი, სახლში) ამას (3757-ს) გამოაკელით რიცხვი იმ ადამიანებისა, რომელთა საკარნტინო ვადა იწურება, დღეს, ხვალ, ზეგ, მოკლედ, არჩევნებამდე და არ სჭირდებათ გადასატანი ყუთი. ამას გამოვაკლოთ, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც ან ვერ გაიგეს რომ უნდა დაერეკათ ცესკოში, ან ვერ მოახერხეს დარეკვა – მოკლედ, არ დარეკეს, ხომ იქნებიან ასეთებიც?

მიუხედავად ამისა, გუშინდელი მონაცემით, ცესკოს შეეხმიანა და გადასატანი ყუთის სთხოვა 4000-ზე მეტმა ადამიანმა.

“ალია” დაინტერესდა და ნახა, რომ დღევანდელი მონაცემის ჩათვლით კარანტინში გვყავს 3757 ადამიანი, ცესკოს კი ჯერ კიდევ გუშინდელი მონაცემით, მიმართა 4 000-ზე მეტმა და დღეს ეს ციფრი მკვეთრად მოიმატებდა!

რა გამოდის ახლა, ბევრად მეტი გვყავს ინფიცირებული და ჯანდაცვის სამინისტრო მალავს? რა გამოდის, ჯანდაცვის სამინისტროს არ ჰყავს ბაზაშიც კი შეყვანილი ინფიცირებულთა ნაწილი?

“ალია” დაუკავშირდა ცესკოს ბოლო მონაცემის გასაგებად, თუმცა, ამ მომენტისათვის, მონაცემი ჯერ კიდევ მუშავდება და ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, დღეს კიდევ რამდენმა ადამიანმა მიმართა მათ გადასატანი ყუთის მოთხოვნით და რამდენი თხოვნა დაკმაყოფილდა.

ორიდან ერთია, ხვალ ან ცესკომ უნდა დაწიოს გადასატანი ყუთის მთხოვნელთა რიცხვი, ან ჯანდაცვამ უნდა აწიოს ინფიცირებულთა რიცხვი – თორემ, ორი დიდი საჯარო სამსახურის სტატისტიკა ისეთ აცდენაშია ერთმანეთთან, ერთი ქვეყნის უწყებები თუა, არ გეგონება”

მანამდე კი გეტყვით, რომ ინფიცირებულები, რომლებიც ბაზაშიც კი არ ჰყავხართ მოხვედრილი ჯანდაცვის სამინისტროს – არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებთ.

ადამიანები, რომლებიც, დღეს და არჩევნებამდე დარჩენილ უახლოეს დღეებში შეიტყობთ რომ ინფიცირებულები ხართ, თუნდაც უსიმპტომოდ – არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებთ.

და ფაქტია, სტატისტიკა სანდო არ არის, ვის სასარგებლოდ ყალბდება, ჩვენ სასარგებლოდ, თუ ხელისუფლების, რატომ ყალბდება, გამიზნულად, თუ უცოდინრობით – მხოლოდ ესღა დარჩა გასარკვევი.

  •  
  •  

10 Comments

  1. ანონიმური

    egre gadackvita bayonma bidzinam vax

  2. ანონიმური

    არაფერი ამ ქვეყანას არ ეშველება!

    1. ბიძინა

      ყველა მთავრობა საკუთარ თავს და ნათესავ-მეგობრებს შველის! ქვეყანა მეწველი ძროხააა! … და ისიც გაბერწდა!

  3. ანონიმური

    avadmyofs ra unda arChevnebzeo tan tu qoci araa iyos saxlshio, isic ar ician rom amit mtavar konstituciur uflebas zgudaven da eg pirdapiri sababia evroparlamentistvis archevnebis aralegitimurad gamocxadebis. romel jandacva da saarchevno komisiaze saubrobt jibeshi rom uzis ert kacss? kargi ra agar gaizardet ar mogwyindat 9 weli zgaprebis mosmena?

  4. ანონიმური

    ხმა იდარდეთ , ხმაა!!! და რომ არ მისცეთ რა დაგაკლდებათ ?! და რომ მისცეთ რა მოგემატებათ?!

  5. ანონიმური

    garik dareka ra

    1. გარიკ

      ბუტე,ბუტე, გ ა გ ე ბ უ ტ ე.

  6. ანონიმური

    მოგიტყანთ დუეტი

  7. ანონიმური

    Wvrili da msxvili mafiozebi

  8. berkey

    Good day! Do you use Twitter? I’d like to follow you if that would be ok. I’m undoubtedly enjoying your blog and look forward to new posts.|

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.