“ვინ დაგვწყევლა, მე იმის დედა რომ ვატირე – მე მგონი, მართლა “გრეჩიხა” სჯობდა”

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

30 წელია მესმის ერთი და იგივე.. თუ შევარდნაძე არა, აბა ვინ, სააკაშვილიიი? თუ სააკაშვილი არა, აბა ვიიინ? რუსი ოლიგარქიი? თუ ივანიშვილი არა აბა ვიინ? ოპოზიცია ნაგავიააა!!!! მერე ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში და…ოპოზიცია ნაგავიააა!!!!

დავიღალე “ბლიად” ამ ერთ წრეზე ტრიალ-ბზრიალით, ერთი სახეების ცქერით, ხან ოპოზიციაში რომ არიან და ხან “პოზიციაში”, ხან მემარჯვენეობენ, ხან მემარცხენეობენ, კონსერვატორობენ და ლიბერალობენ, იმისდა მიხედვით, საით გადაიხრება “საჭიროების ვექტორი”.

ვინ დაგვწყევლა მე იმის დედა რო ვატირე ჰაა?

ხო ის დამავიწყდა.. აბა, გრეჩიხა ჯობდაა? არა და მე მგონი მართლა ჯობდა

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.