ვინ არის 11 წლის გოგონა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა

ვინ არის მოზარდი, რომელსაც ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა.

,,პრაიმთაიმის” ცნობით, 11 წლის გოგო ნია ბახუტაშვილია, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შემთხვევა შაბათს დღის მეორე ნახევარში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, რა დროსაც გზად მიმავალ ბავშვს, რომელიც ველოსიპედზე იჯდა, დაეჯახა.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში წაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის, ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სავარაუდოდ, მძღოლს ბრალი დაუმძიმდება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.