ვინ არის შსს-ს მაღალჩინოსანი, რომელმაც დღეს სიტყვა დადო ოჯახთან, რომ საქმეს გამოიძიებს?

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი შსს-ში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ ბაჩალიაშვილის მამამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მიიღეს დაპირება, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებენ.

„გამოძიება დროულად უნდა აიღონ, როგორც სიტყვა მოგვცეს. ითქვა, რომ ყველაფერს დეტალურად გაგვაცნობენ თავის დროზე და სწრაფად გამოიძიებენ. ჩვენ მოვუყევით ყველაფერი.

ჩვენ რაც ვიცით, ყველაფერი აინტერესებდათ. მოვუყევით ეს ყველაფერი. დანარჩენი, დაველოდოთ გამოძიებას, როგორ იქნება“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.