ვინ არის ტრაგიკული ავარიის მეოთხე მსხვერპლი?

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული 28 წლის კუზა ტორუა, გარდაიცვალა. ის მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, დაახლოებით, ერთი თვე გადიოდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მან ავარიის დროს თავის ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო.

28 თებერვალს ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვლილთა შორის ცოლ-ქმარი, დათო სოსელია და ნანა ჯალაღონია, ასევე მათი მეგობარი მამუკა ტურავა იყვნენ.

ერთი მათგანის – კუზა ტორუას ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები თავიდანვე უკიდურესად მძიმედ აფასებდნენ.

,,რეზონანსი”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.