ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ესპანეთში კორონავირუსით გარდაიცვალა

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ქალი 74 წლის იყო. მას დიაბეტი, ასთმა და გულის ქრონიკული დაავადებაც აწუხებდა.

გარდაცვლილი ესპანეთის ქალაქ კალაორაში ცხოვრობდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მას ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოში ჰყავს.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებს გარდაცვლილის ოჯახთან ურთიერთობა აქვთ და ისინი შესაბამის პროცედურებზე მუშაობენ.

საქართველოში 19 მარტის ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა 40 მოქალაქეს, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 26.

რაც შეეხება ესპანეთს, აქ COVID 19-ის 14 769 შემთხვევა ფიქსირდება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.