ვინ არის ესპანეთში გუშინ გარდაცვლილი, რომელსაც დღეს გადმოასვენებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში გადმოასვენებენ. როგორც ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადმოსვენების პროცედურები შეთანხმებულია ოჯახთან.

„ჩვენ, ბოლო ცუდი ინფორმაცია გვქონდა გუშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა ესპანეთში – 73 წლის მამაკაცი. სამძიმარს გამოვხატავ მისი ოჯახის მიმართ. მას ჰქონდა გარკვეული გართულებები სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებით, ამან კიდევ უფრო გაართულა მისი მდგომარეობა. საელჩო და საკონსულო არის კონტაქტზე ოჯახთან და მისი გადმოსვენების პროცედურები უკვე შეთანხმებულია ოჯახთან. გადმოსვენება მოხდება ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის პროცედურებით და გაწერილი პრაქტიკით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ 73 წლის სერგო მელაძე COVID-19-ით ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გუშინ გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, სერგო მელაძე წარმოშობით წალენჯიხიდან იყო და ბოლო წლების განმავლობაში ესპანეთში ცხოვრობდა.

სერგო მელაძის გარდა ესპანეთში კორონავირუსით კიდევ ორი ქართველი გარდაიცვალა. მათგან ერთ-ერთის, ცირა ნაჭყებიას ოჯახი ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას ამ დრომდე ითხოვს.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    იმ ბავშვებმა რაღა დააშავეს,თუ ამის ჩამოსვენება შეიძლება რატომ არ შეიძლება იმ ქალის ჩამოსვენება?

  2. ანონიმური

    ,,ალია” აბა კითხე ზალკალიანის კანტორას
    იმ 5 შვილის დედის გადმოსვენებაც გადაწყდა?

  3. ანონიმური

    იმ 73 წლის მამაკაცს თუ ჩამოასვენებენ .ცირა ნაჭყებიას რატომ ეუბნებიან უარს? ორივე ვირუსით დაიღუპა.აცხონოთ ღმერთმა.ცოდოა ბავშვები დაეხმარეთ ოჯახს და ჩამოასვენეთ ეს ტანჯული ქალი.იქნებ რამე მოხერხდეს.

  4. ანონიმური

    ხო შეიძლება არა ისქალიც გადმოასვენონ დაეხმარეთ ბავშვებს ხოუნდათ დედის საფლავთან მივიდნენ

  5. ანონიმური

    ეს არ არის სამართალი.თუ იმ ახალგაზრდა ქალის და 5 შვილების დედის გადასვენება არ შეიძლება საქართველოში 73 წლის კაცის გადასვენება როგორ ხერხდება..აქაც საქმის განწყობით ხდებაა, ეს რა საზიზღრობააა..თუ არ შეიძლება მაშინ არ შეიძლება არავისთვის,,.ეს იქნება უმძიმესი დანაშაული..5 ბავშვებს შეხედეთ და შეიცოდეთ,ცოცხალი ვერა და მკვდარი მაინც ყავდეთ ახლოს,,დედის საფლავზე მაინც იტირებენ და მოეფერებიან…დაფიქრდით ამაზე რომ ეს რასაც თქვენ ამბობთ დიდი დანაშაულია და შეცდომა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.