ვინ არიან რუსთავში მანქანაში ავარიის დროს დამწვარი ახალგაზრდები

გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევას იაღლუჯის ფერდობთან 2 რუსთაველი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

გარდაცვლილები 27 წლის დავით დემეტრაშვილია და 43 წლის დავით მელაძე არიან.

როგორც “ინფო რუსთავთან” გარდაცვლილის მეგობარი ჰყვება, მამაკაცები გამთენიისას იაღლუჯზე, ჯვართან აპირებდნენ ასვლას, რადგან რუსთავი-წითელი ხიდის გზა, მარნეულში არსებული კარანტინის გამო არის გადაკეტილი.

“ბლოკ-საგუშაგოსთან ჯარისკაცებმა ავტომობილი უკან გამოაბრუნეს, მაგისტრალზე კი არის ერთი ცუდი მონაკვეთი, სადაც თან მოსახვევია და თან ასფალტია ოდნავ ჩავარდნილი. სავარაუდოდ, სწორედ მანდ ვერ მოახერხა მძღოლმა საჭის დამორჩილება და შეეჯახნენ ბეტონის დამცავ ჯებირს”, – აცხადებს გარდაცვლილის მეგობარი.

„ინფო რუსთავი“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.