ვინ არიან მეწყერში მოყოლილები? – ფოტოები სტიქიის ადგილიდან

1-ელ ოქტომბერს ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერული პროცესები გამოიწვია. მეწყერმა ლევან თედორაძის საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი წაიღო.

საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი – ლევან თედორაძე, მისი მეუღლე მაია ბერიძე და მათი არასრულწლოვანი შვილი, მურმან თედორაძე იმყოფებოდნენ, ხოლო ავტომობილში სოფელ ერგეში მცხოვრები ბექა ბოლქვაძე და მასთან სტუმრად მყოფი ხელვაჩაურის მკვიდრი, რომლის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.

ბექა ბოლქვაძე
ბექა ბოლქვაძე

სამძებრო ღონისძიებები წუხელ საღამოს შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი ასზე მეტი მაშველია მობილიზებული, როგორც აჭარიდან, ასევე მეზობელი რეგიონებიდან და დედაქალაქიდან. ადგილზე დამატებით კიდევ 50 მაშველის ჩამოსვლას ელოდებიან. დაზიანებულია სოფელთან მისასვლელი გზა. სოფელს, ასევე არ მიეწოდება ელექტროენერგია და გაზი.

სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით დაკარგულ 5 ადამიანს ვერ პოულობენ.

პრაიმტაიმი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.