“ვინ ამბობს, რომ სისტემა ჩამოშლილია? ვინ თქვა, რომ დავაკავეთ და გაგვექცა?” – შსს-ს განცხადება

რამდენიმე წუთის წინ, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, ბადრი ესებუას შესახებ და დაადასტურა, რომ ნამდვილად ისაა ბანკზე თავდასხმისთვის ძებნილი, მან ისიც თქვა, რომ ბადრი ესებუას ტერორისტული მიზნებისთვის ჰყავდა მძევლები აყვანილი.

განცხადების შემდეგ, შს მინისტრის მოადგილემ, რამდენიმე კითხვას უპასუხა.

მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, მართალია, თუ არა, რომ ესებუა იპოვნეს ერთხელ უკვე და გაექცათ და აქვთ თუ არა ინფორმაცია ესებუას ბოლო ლოკაციის შესახებ.

“დავაკავეთ და გაგვექცა? – ეს არის მიზანმიმართულად, უტიფრად სიცრუის ტირაჟირება, რომ თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია ეს ყველაფერი, სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლო ლოკაციაში რას გულისხმობთ? ადგილსამყოფელის შესახებ, ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს.”

შეიძლება თუ არა, ესებუას ჰყავდეს თანამზრახველები, ამ კითხვას შს მინისტრის მოადგილე, ასე პასუხობს:

“თუ შევაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ კონკრეტული პირი თანამონაწილე იყო, ეხმარებოდა – ვიმსჯელებთ ამ ადამიანებზე და ჩვენი რეაქცია გვექნება.”

და ბოლოს, მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, როგორ გაჟონა ინფორმაციამ მედიაში და ნიშნავს თუ არა ეს, რომ სისტემა ჩამოშლილია?

“რომელი სისტემაა ჩამოშლილი? ვინ ამბობს რომ სისტემა ჩამოშლილია? ფლობთ დაზუსტებულ ინფორმაციას, რომ ამ ინფორმაციამ პოლიციიდან გაჟონა? – გაქვთ ამაზე ინფორმაცია, თუ პროვოკაციულად მისვამთ კითხვას? – აბსურდია. მაშინ, როდესაც მედიასაშუალებებით გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს ფიზიკური აღნაგობა ამ ადამიანის და ისმის მისი ხმა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ვიღაცამ, ნებისმიერმა მოქალაქემ იგი ამოიცნო და ამის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებს მიაწოდა. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ სამძებრო ღონისძიებების დროს რაღაცა ინფორმაცია გაიჟონა და აქედან გახდა ეს ინფორმაცია მედიასაშუალებისთვის ცნობილი, მაგრამ ეს არის ვარაუდი.”

ამ პასუხის შემდეგ, მინისტრის მოადგილემ ბრიფინგის დარბაზი დატოვა.

როგორც ვნახეთ, ამ დროისათვის, არათუ ესებუას ადგილსამყოფელი არ არის დადგენილი, იმაზეც არ გვაქვს პასუხი, დატოვა თუ არა მან ქვეყანა. მინისტრის მოადგილეს, მხოლოდ ვარაუდი აქვს, როგორ მოხვდა გასაიდუმლოებული ინფორმაცია მედიის ხელში და მართალია, ჟურნალისტებს პროვოკატორებს გვეძახის, მაგრამ თავადვე ამბობს რამდენიმე წამში, რომ შეიძლებოდა ინფორმაციას მართლაც პოლიციიდან გაეჟონა.

ჩამოქცეულია თუ არა სისტემა, ამის პასუხი შს მინიტრმა ჩემზე უკეთ იცის, მაგრამ – თუ მოქალაქემ იცნო თავდამსხმელი და შსს-ს კი არა, მედიას შეატყობინა, ეს ვერ იქნება შსს-ს მიმართ ნდობის გამომხატველი ფაქტი და თავის დასამშვიდებლადაც ვერ გამოდგება, ბატონებო.

  •  
  •  

27 Comments

  1. ანონიმური

    ara vingakadrat ubralot pitaloebi cart da piraloebi shemoxazaven 41 vinc dzaan cotaa 4 vivian kite garika batumi simartle 700lariani putankebi pu amazrzenebo

  2. ანონიმური

    სახელმწიფოა ჩამოშლილი,როცა ქვეყნის დამცველი ტერორისტად იქცევა,ფუ ამ ბიჭის გაუბედურებისთვის.

    1. ანონიმური

      მაგრად მეცოდება ესებუა, ეტყობა ამას სტაცებენ ხელს და ნამდვილს დაფარავენ.

  3. ანონიმური

    eh qartul ocnebam chven ocnebis gadauara da nacebs emsgavsebian tandatan safari danapirebi iapi cxovreba? sacvavi 1lari? 100 qarxana? Said kite garik saaad

    R

  4. Stephencip

    online doctor prescription for viagra cheap generic viagra cheap viagra 100mg

  5. KevinGew

    generic cialis tadalafil cheap cialis hard erections cialis

  6. StevenVam

    discount viagra viagra canada is viagra over the counter

  7. StevenVam

    cost of viagra buy generic drugs where can i buy viagra

  8. Danielquire

    canadian drugs cheap ed pills over the counter ed drugs

  9. Danielquire

    online canadian pharmacy generic cialis best online pharmacy

  10. Danielquire

    ed pills cheap generic viagra errection problems

  11. Danielquire

    buy online drugs generic viagra ed pills online

  12. Danielquire

    best canadian pharmacy online ED Pills best cure for ed

  13. NathanHes

    cialis online pharmacy cialis for sale cialis dosage 40 mg dangerous

  14. NathanHes

    generic cialis black 800mg buy cialis warnings for cialis

  15. WilliamHok

    prescription drugs online without doctor best online canadian pharmacy how can i order prescription drugs without a doctor

  16. RobertSop

    tadalafil tadalafil online

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.