“ვინც საზღვარგარეთ მუშაობდნენ, სოციალურ დახმარებას დავუნიშნავთ” – დაუნიშნეთ, აბა, მინისტრო!

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში სეზონურ სამუშაოებზე საქმდებოდნენ, სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

“ჩვენ გავაფართოეთ ბენეფიციართა წრე და ის დასაქმებულები, რომლებიც საქმდებოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში, მათზეც ვიზრუნებთ. უკვე შევიდა დადგენილებაში ცვლილებები, რითიც ამ ადამიანებსაც მიეცემათ საშუალება, რომ მიიღონ სოციალური დახმარება“

სოციალური დახმარება და აქაური ხელფასი რომ არ ჰყოფნიდათ ოჯახებს, იმიტომ მიდიოდნენ საზღვარგართ, მინისტრო!!!

მინისტრის განცხადებას უამრავლა მოქალაქემ უწოდა სოციალურ ქსელში დაცინვა და ადამიანების მასხრად აგდება.

დღეს სარფის საზღვრის გახსნის მოთხოვნით ბათუმში აქცია გაიმართა:

ამ ადამიანებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც საზღვარგარეთ სეზონური დახმარებით არჩენდა ოჯახს – ყველას დაუნიშნავთ სოციალურ დახმარებას, მინისტრო? ნეტა, იმათ არ უუქმებდეთ, ვისაც უნიშნავთ…

დაუნიშნეთ, აბა, ამ ადამიანებს და მერე ჰკითხეთ, ეყოთ, თუ არა, ისევ უნდათ თურქეთში მუშაობა, თუ არა…

მერე ერთი ეკონომიკის მინისტრსაც ჰკითხეთ, ამდენი “ზარმაცი და უმუშევარი” ხალხი რატომ მიდის თურქეთში რომ იმუშაოს…

ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. გივი

    აბა რა გინდათ არ დაუნიშნონ? თუ გეცოტავებათ? 2000ლარი ხომ არ დაუნიშნონ თვეში?

  2. amiga

    და რატომ არ უნდა დანიშნონ?2000ლარი ოთხსულიანი ოჯახს ერთი თვე თავის გასატანად არ ეყოფა,თუ სხვა ოჯახის წევრები არ მუშაობენ.თუ მარტო არაპარლამენტარების მძიმე ხვედრია გაძლებაზე ცხოვრება.თუ საერთოდ უნდა ვენაცვალოთ და ვეხუტუნუნოთ ჩვენ ხარჯზე გაზულუქებულ პარაზიტებს?!

  3. ანონიმური

    სამაგიეროდ თვითონ ხომ აქვთ თვეში 20000 და 25000 ?თან პრემია დანამატები.ეგ 200 მათხოვრული 200 ლარი მაგათთვის კაპიკებია და 5 წუთში ხარჯავენ.აი ჩვენ კი 200 ლარი თვიდან თვემდე უნდა ვიკმაროთ.არ აქვს მნიშვნელობა რამდენსულიანია ოჯახი.წურბელები არიან და სწოვენ ხალხს სისხლს.უნამუსოები.სამარცხვინოდ 30 ლარი მოუმატეს პენსიონერებს ამდენი წლების შემდეგ და ისიც 70 წელს გადაცილებულსო.ღმერთის არ ეშინიათ ნეტა?

    1. ანონიმური

      ჩვენი ბრალიც არის,რომ ყველაფერს “ვუტარებთ”ამ წურბელებს.ჩვენი ბრალი უფროა,სარფის საზღვარზე ათასობით ქართველი ითხოვს მონურ სამსახურს თურქეთში….იმას კი არ ითხოვენ ,რომ აქ დასაქმდნენ და ამ პარაზიტებს მოითხოვონ პასუხი,თუ რატომ არიან იძულებული სადღაცა ეძებენ ლუკმა-პური.ეს უკვე მონური ფსიქოლოგია.3000000ვართ ქაღალდზე,სინამდვილეში ,გაცილებით ნაკლები.რა გახდა ერთი ინდური სოფლის დასაქმება და დაპურება?!არ შეგერგოთ სხვის გაჭირვებაზე მოპოვებული დოვლათი!გამოიღვიძეთ და მოვითხოვოთ ის რაც გეკუთვნის,რასაც ვიმსახურებთ -ისედაც გვაქვს,სამწუხაროდ

  4. ანონიმური

    არაა ეგ ჩვენი ბრალი.ითხოვე და იყავი ვინ მოგცემს სამსახურს შენ.მე და ჩვენნაირებს თუ ზემოთ პატრონი არ გყავს?სადაა საჩვენო სამსახური როცა ახალგაზრდობის უმრავლესობა დაუსაქმებელია.40 წლის ხალხი ჩამოწერეს.დამლაგებელმა ინგლისური და ჩინური უნდა იცოდეს.სწორედ ამიტომაა რომ ხალხი თურქეთს მიაწყდა და გზის გახსნას ითხოვენ.მონურად მუშაობენ კაპიკებზე რომ აქ დარჩენილ ოჯახებს პურის ფული გამოუგზავნონ.ჩვენი ბრალი ისაა რომ ჩუმად ვართ და ვყლაპავთ ყველაფერს.ხმას არ ვიღებთ როგორ გვძარცვავენ ეს ჩინოვნიკები.მაგრამ როდემდეეეეეეე.ყველაფერს საზღვარი აქვს.

  5. ანონიმური

    მოვითხოვოთ და არ დავნებდეთ,სხვა გზა არ არის.მათმა მზემ იქ მთავრობაში სულ უგანათლებულესი ხალხია😅ხალხმა უნდა გამოუცხადოს ბრძოლა ამ წურბელებს,თორემ შემგუებლობამ სადამდეც მიგვიყვანა ქე ვხედავთ.სურვილი მაქვს ამოვძირკვო ეს მანკიერი სისტემა,მაგრამ პრაქტიკულად არ ვიცი რა მოვიმოქმედო.პოლიტიკურ ასპარეზზე ისევე უიდეო და ფულს დამცხხრალ არსებებს ვხედავ.რა ვქნა?არ მინდა ჩემი სამშობლო იყოს მაჩანჩალა ქვეყანა

  6. ანონიმური

    Me btkvi rom ar daunihnavda zgaprebis gjerat?

  7. ანონიმური

    თუ “გავუტარებთ” ყოველთვის ზღაპრად დარჩება,მაგრამ არის ხალხი,ვისაც შეუძლია ზღაპარი რეალობად აქციოს.სამწუხაროდ,ვერ ვხედავ ასეთ ხალხს პოლიტიკურ ასპარეზზე და მეშინია,რომ სამუდამოდ მაჩანჩალობისთვის ვართ განწირული,მთელი ჩემი იმედი არის ის ხალხი,ვისაც ადარდებს საქართველოს ბედი და ჭკუის სასესხებლად სხვა გან არ დაძრწიან.ვიცი ,რომ არიან მცირენნი ,მაგრამ ძლიერნნი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.