“ვინც მკოიანს აშანტაჟებდა, კანონით აგებს პასუხს” – ამ ქვეყანაში მხოლოდ ფულის გამოძალვაა დასჯადი, ბატონო კახა?

კახი კალაძე “ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანის სკანდალურ განცხადებას, ეხმაურება:

“თუ რაიმე მსგავსი არსებობს, ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები, უნდა მიმართოს აუცილებლად და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ვინც შანტაჟითაა დაკავებული ან უშუალოდ კრიმინალურ დანაშაულს ჩადის, კანონის წინაშე აგებს ძალიან მკაცრად პასუხს”,- აღნიშნა კალაძემ.

ენზელ მკოიანის ადვოკატის ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, მკოიანს აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მის მიმართ ფულის – 5 მილიონი დოლარის გამოძალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, კადრები გავრცელდა, როგორ ისვრის ენზელ მკოიანი იარაღას ქუჩაში, თუმცა, მაშინ არავის გაუკეთებია განცხადება რომ მსგავსი ქმედება დასჯადია – როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში, მხოლოდ ფულის გამოძალვაა დასჯადი.

სხვათა შორის, ისიც დასჯადია, მუქარის შესახებ რომ არ შეატყობინებ სამართალდამცველებს და თავად გადაწყვეტ საქმის “გარჩევას”, ბატონო კახა.

ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანტონი

    ვრთხები თავშესაფარს ეძებენ უკვე. ახლა გაახსენდა დასავლეთი და მისი ფასეულობები როცა კვერცხი მოაწვა? აქამდე სად იყო. ყველას მოეკითხება კრიმინალთან შერწყმა

  2. Bidzina

    თქვენი დროც მალე მოვა ბ. კახი თქვენც ჩაირეცხებით მალე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.