“ვინც იგივე მდგომარეობაში ხართ, 14400 ლარი შეუძლიათ დაგიწეროთ ჯარიმა…”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გუკა ტიკანაძე, “სასოწარკვეთილი მომხმარებლის” ჯგუფში აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“გამარჯობა

დაახლოებით ერთი თვის წინ დამიზიანდა მანქანა და გავაჩერე ქუჩაში (ნახევრად ბორდიულზე) რეალურად არც ქვეითს, არც ძაღლს, არც კატას და არავის მოძრაობაში არ უშლიდა ხელს, მეორე დღეს მივდიოდი ბათუმში და ვერ მოვიცალე რომ გამეკეთებინა ან გადამეყვანა.

დავრეკე თბილისი პარკინგში და გავარკვიე, რომ კონკრეტულ ადგილას დგომისთვის ჯარიმა მათი მხრიდან არ მეკუთვნოდა.

მას შემდეგ გასულია დაახლოებით ერთი თვე, რამდენიმე ხელოსანი მყავდა მიყვანილი ვერაფერი გაუგეს ეგ ცალკე პრობლემაა და ველოდებოდი იმ ერთადერთს, რომელმაც ევაკუატორით მომიყვანე დათქმულ დროს და მივხედავო. გარკვეული მქონდა ყველაფერი და მეც ვიყავი დაწყნარებული.

დღეს შემთხვევით შევედი police.ge ზე და მინდოდა მენახა ძველი ჯარიმა, სადაც აღმოვაჩინე რო უკონტაქტო პატრული პრინციპულად და დაუღალავად მიწერს ჯარიმებს იქ მანქანის გაჩერების გამო.

დავრეკე და გავარკვიე რო მეკუთვნოდა იქ ჯარიმების დაწერა და სმს იგზავნებოდა მამაჩემის ნომერზე, რომელიც დიდი ხანია აღარ აქვს და მათი პასუხისმგებლობა მოხსნილია, ნუ არაუშავს, მაგრამ რამდენჯერმე მანქანის გადაყენება რო დაჭირდათ, მე დამირეკეს პირად ნომერზე იმიტო რო მე ვჯარიმდები ძირითდად ამ მანქანაზე მარა არაუშავს.

შევეგუე აზრს რო მიწევს გადავიხადო და არაუშავს ჩემი ბრალია მარა ჯარიმების ნახვისას შევამჩნიე რო ერთ რიცხვში რამდენიმე ჯარიმა არის დაწერილი და გამიკვირდა CT-PARK-იც კი რომელიც დღეში წერდა 1 ცალ ჯარიმას.

დავრეკე და მინდა აღვნიშნო რომ ძალიან პროფესიონალურად და კარგად მესაუბრნენ და მადლობა მათ ამისთვის მაგრამ, ფაქტი არის ის რომ რამდენჯერმე შეუძლიათ დღეში ჯარიმა დამიწერონ სხვადასხვა დროს

ანუ ნახევარ საათში ერთხელ რო ჯარიმა დამიწერონ დღეში გამომივდა 48 ცალი ჯარიმა, ჯარიმის ღირებულებაა 10 ლარი, რაც გამოდის დღეში 480 ლარი, თვეში 14400 ლარი. ანუ იმის გამო რო მანქანა გამიფუჭდა და ევაკუატორის 40 ლარი არ გადავიხადე ჯარიმა შეიძლება გადავიხადო ან გადაიხადოთ ვინც იგივე მდგომარეობაში ხართ 14400 ლარი

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ უკონტაქტო პატრულის წარმომადგენელს, რომელიც არ აღმოჩნდა უფრო პრინციპული და ყოველ ნახევარ საათში ერთხელ არ ირბინა ნუცუბიძის ქუჩაზე

რაც მე ვერ დაგლოცოთ მაღალმა ღმერთმა დაგლოცოთ. იმ ადამიანის საყურადღებოდ ვინც ეს ჯარიმები დამიწერა 4 დღეა ძმაო არ გამოჩენილხარ, ნუ ყოველშემთხვევაში ჯარიმა არ დაგიწერია და ხო კარგად ხარ?? რამე ხო არ გიჭირს ვნერვიულობთ ოჯახი.

პ.ს თუ ვინმეს გჭირდებათ მანქანა ხელზე მინდა 500 ლარი და ჯარიმები გადაიბარეთ – ეს არის ხუმრობა.”

  •  
  •  

კომენტარი

  1. გელა

    გეთანხმები. ჯარიმებში მაგრები ვართ გაუშვეს ეს ჟღვინტიანები ქუჩაში და გონიათ რომ ყველაფრის უფლება აქვთ. ან ეს რა უბედურებაა ქუჩებში საცობებია და ამ დროს გზის სავალი ნაწილის ნახევარი პარკინგია. სად ნახეთ ხალხო სავალ ნაწილზე პარკინგი. ყრია ამდენი მანქანა თვეობით წლობით.

  2. ანონიმური

    მე უკონტაქტომ დამიწერა ჯარიმა 50 ლარიანი და ვიდეოც გამომიგზავნა თუ რა მიზეზით მივიღე ეს ჯარიმა, მაგრამ ვიდეოს დეტალურად გაშიფრვის შემდეგ აღმოჩნდა რომ ჯარიმა მე არ მეკუთვნოდა და შეცდომით დამიწერეს. უკვე მერამდენე დღეა ვცდილობ რომ ან ჯარიმა გაანულონ ან ვისაც რეალურად ეკუთვნის იმას გადაახდევინონ მაგრამ ამაოდ

  3. გიორგი

    იგივე პრობლემაა ჩემთანაც მოსკოვის გამზირზე არსებულმა კამერამ 1 დღეში 3 ჯარიმა დამიწერა და შემთხვევით გადავამოწმე და 1 თვის განმავლობაში 11 ჯარიმა დამიწერა 1მა კამერამ ამას კითხულობდა სალიზინგო სადაც მანქანა მყავს ჩემი ნომერი არ მიმათითებინეს და არც კი გამაფრთხილეს რომ ეს კამერა ასე მუშაობდა ჩემზე

  4. ანონიმური

    Agree da rasvizavt

  5. გელა

    ასეა ძმაო ასეთი რამ არსად არ ხდება. ხალხს აყაჩაღებენ კი არ აჯარიმებენ.

  6. ანონიმური

    Es imis bralia rom aravin xmas ar vigebt da komentarebit ifargleba adamiani.amisatvis sachiroa yvela fexze avdget da ertxel da samudamod movichorot es yachagebis banda.shechames marto saqartvelo kiara xalxi da sad migvaqaneben kidev uares chaobshi.movidet gonze xalxno sanam kide dro da haershic fuli ar gadagvaxdevines.

  7. ანონიმური

    ევაკუატორით რომ წაგეყვანა მანქანა ორმოცი ლარი დაგიჯდებოდა და არა ორასორმოცი. თუ ვარღვევთ, ჯარიმაზე ნუ ვიწუწუნებთ. წელი ისე გამყავს ორ-სამ ვიდეოჯარიმას თუ დამიჭერენ.

    1. ანონინუს

      კაი განდონი ვინმე ჩანხარ

  8. რელიზერი

    მესმის ჯარიმების გამკაცრება წესრიგის დასაცავად , სიმთვრალეზე , მაგრამ ასეთ შემთხვევების დროს მეორეჯერ და მესამეჯერ ერთიდაიგივეზე არ უნდა ჯარიმდებოდე და ამის მოგვარება მარტივია ძაან .

  9. Eka

    Amden usaqmurs raeshvelebat🤔🤔

  10. გივი

    თუ მართალია რასაც ყვები კი ცუდიამარა სხვა მხრიდან შევხედოთ. ჩემი სახლის წინ 2თვეზე მეტი ეყენა ვიღაცის მანქანა. და იმდღეს დილით გამოვედი და აღარ დგას.ღამე წაიყვანა ყველა მეზობელი გაფრთხილებული იყო რო დაინახავდნენ დაერეკათ. იმ მანქანაზე არც ხელოსნის მუშაობა დამინახია და არც მეპატრონე. სიმართლე რო ვთქვა გავლაში არავის უშლიდა მარა პროსტო ასე ვიღაცას მიუყენო სახლის წინ 2თვით მანქანა რავი ცოტა კარგიცარ მგონია. სავარაუდოდ იმასაც მოშნად ჯარიმა მოუვიდა იმიტო რო კაი წიგნივით ფურცლები ელაგა დვორნიკში მარა თუ ასე ტოვებ პატრულში მაინც დაარეგისტრირე ნომერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.