“ვინც გიორგის საქმეზე ორი სიტყვა თქვა, ყველა კანდიდატია” – მირიან ნიკოლაძე პარტიის სიაზე უარს ამბობს

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მირიან ნიკოლაძემ საკუთარი პარტიის საარჩევნო სიის ათეულში მოხვედრაზე უარი განაცხადა. ამის  შესახებ ინფორმაციას „2020NEWS“ ავრცელებს.

მირიან ნიკოლაძე:

„ვადასტურებ ამ ინფორმაციას, მე არ მოვხვდები საარჩევნო სიაში, რადგან სალაპარაკო აღარ დავუტოვო არავის და ჩემი ტრაგედია გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებით, არ გააიგივონ პოლიტიკასთან.

ჩემი ამ გადაწყვეტილებით, ხელს აღარ შევუშლი არავის და იმ ადამიანებს, რომლებსაც გული უსკდებოდათ, ნიკოლაძეს პარტიაში რა უნდაო, მათთაც მოვაპოვებინებ მშვიდობას და მე ვიქნები დიდუბე-ჩუღურეთში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის,  გედევან ფოფხაძის შტაბის ხელმძღვანელი.

ვინც ხაზს უსვამდა იმ საკითხს, რომ მე  ჩემი პოლიტიკური პრესტიჟის მოპოვებას გიორგის ხარჯზე ვცდილობდი, ზუსტად ისინი ვიხილე პოლიტიკაში. ვინც კი ვნახე გიორგის საქმეზე ორი სიტყვით გამოსული, ყველა მაჟორიტარობის კანდიდატად დადგა. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ როდესაც შენ გაბრალებენ რაღაცას და თვითონ უარესს აკეთებენ, არ არის სწორი.

არ მინდა, რომ პარტიული სია სალაპარაკო გახდეს, ჰოდა, დადგნენ და ერთმანეთში ისაუბრონ, ვინ დადგა მაჟორიტარობის კანდიდატად და ვინ არა. მორალურად ვისი საქციელია სწორი, ამას საზოგადოება განსჯის”

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    kochag ro satanebrtan ar dadeqi Abu qocebtan

  2. ანონიმური

    aba nabichvaro kotik sadxar klis gazdilo bidzinisto

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.