“ვილა ალგეთს“ ეძებდი ინტერნეტშიო და ტელეფონი წამართვეს” – კიდევ ერთი უცნაურობა ბაჩალიაშვილის საქმეში

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

როგორც თავად პროგრამისტი აცხადებს, ბაჩალიაშვილს არ იცნობდა და მასთან კავშირი არ აქვს, საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზი კი ინტერნეტში მოძიებული მასალაა, რომელიც ლუბარეცმა, როგორც თავად ამბობს, მხოლოდ და მხოლოდ ინტერესის გამო მოძებნა.

“მითხრეს, რომ რაღაცები დამისერჩავს, რაც არ უნდა მომეძებნა. ერთ-ერთი ობიექტი არის ბაჩალიაშვილის საქმეში და მე საჯარო რეესტრის საიტზე ამ ობიექტს ვეძებდი. მითხრეს, რომ ამის გამო უნდა აიღონ ჩემი მობილური ტელეფონი და უნდა ნახონ ყველაფერი, რაც ინახება შიგნით. ყველა, ვინც რაღაც ინფორმაციას ეძებს, უნდა დაიბაროთ-მეთქი? კი, ვინც გამოჩნდება, უნდა დავიბაროთ და მათი ტელეფონები ვნახოთო. მითხრეს, ვილა ალგეთზე გქონდა დაკლიკულიო. არც ვიცოდი ამ ობიექტის შესახებ, მაუსით ვაჭერდი უბრალოდ რაღაც წერტილებს და ამის გამო ტელეფონი წამართვეს” – თქვა გიორგი ლუბარეცმა.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    ოჰ შემთხვევით დაეჭირა უნებლიედ ეძებდა ეგ ზღაპრები მეგობრებს მოუყევი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.