“ვიდექი და ღაპაღუპით მდიოდა ცრემლები“ – ნატო გელაშვილი

მომღერალი ნატო გელაშვილი საუბრობს მისი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც საზოგადოებისთვის გასულ კვირას გახდა ცნობილი, მან “მხოლოდ ქართულის” მონაწილეს, ლაშა ნანობაშვილს 2000 ლარი აჩუქა.

“მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტის – ლაშა ნანობაშვილისა და ნატო გელაშვილის ტანდემის შესახებ უკვე ყველამ იცის. გასულ ორშაბათს პროექტს გამოთიშულ კონკურსანტს გელაშვილმა თანხა აჩუქა.

ავტორ-შემსრულებელმა მოგვიანებით “პრაიმტაიმთან“ ისაუბრა: 

„ლაშას სიუჟეტი რომ ვნახე, დამანგრია. მისი ავადმყოფი დედა უცხოეთში სამუშაოდაა წასული, სახლი დაკარგეს. როგორც სიუჟეტიდან გავიგე, ლაშა დედასთან ჩასასვლელი ბილეთის ფულისთვის იყო პროექტში… წარმოიდგინეთ, სიმსივნით დაავადებული ქალი რომ წავა სამუშაოდ… ძალიან იმოქმედა ჩემზე. რა კონკურსი და რა სიმღერა, ხალხო?! ამ ისტორიამ დამანგრია. ლაშა რომ პროექტს გამოეთიშა, ძალიან ვინერვიულე. ვიდექი და ღაპა-ღუპით გამდიოდა ცრემლები. წარმოიდგინეთ, იმედის ნაწერწკალი რომ გაქვს და იმასაც რომ კარგავ. ჩავთვალე, თუ მისთვის ეს ბილეთი გადამრჩენია, ვაჩუქო თანხა. თუმცა რაშიც უნდა, იმაში გამოიყენოს. რაც შემიძლია მთელი გულით გავუკეთე ამ ბიჭს. ეს იყო ჩემი, როგორც დედის გადაწყვეტილება. თუ კიდე ვინმე შემომეხიდება და დახმარებას გადაწყვეტს, ორივე ხელით მივესალმები” – განაცხადა ნატო გელაშვილმა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.