(ვიდეო) – “strana.ua” სააკაშვილზე თავდასხმის ვიდეოს აქვეყნებს

ინტერნეტ გამოცემა Strana.ua იუწყება, რომ მიხეილ სააკაშვილის, გუშინ, 30 სექტემბერს თავს დაესხა მამაკაცი, იმ დროს როცა ის კიევის ერთ-ერთ-რესტორნაში იმყოფებოდა და ვიდეოს აქვეყნებს:

ვიდეოზე ჩანს, როგორ უახლოვდება მამაკაცი სააკაშვილის მაგიდას, რაღაცას ეუბნება, მამაკაცი მალევე გამოჰყავს მოშორებით დაცვას, თუმცა, წასვლამდე ის კიდევ ერთხელ უახლოვდება მიხეილ სააკაშვილის მაგიდას და რაღაცას აჩვენებს მას.

Posted by თორნიკე შარაშიძე on ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი, 2020

ადგილობრივი მედია წერს:

“უცნობი კაცი შეიპარა რესტორანში, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა.  ის სააკაშვილს ცივი იარაღით ხელში მიუახლოვდა და ემუქრებოდა. სააკაშვილის და რესტორნის დაცვამ თავდამსხმელი დააკავეს და პოლიცია გამოიძახა. თუმცა ის არ დააკავეს. პოლიციის მოსვლამდე კაცი წავიდა. თავდასხმის მოტივი უცნობია”

  •  
  •  

2 Comments

  1. ვინ ჭამს მაგას?

    ეს ყურუმსაღი, თავის-თავს კიდე კარგი რომ არაფერი დაუშავა?

  2. ანონიმური

    მალადეც მიშა,ძაან იყოჩაღე,ძლივს გადარჩი{მორიგი პიარი”უშიშარი მიხო”]

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.