(ვიდეო) – 7 წლის ბავშვი პედოფილს 13 თვე ჰყავდა ტყვედ

რუსეთში 52 კვირიანი ტყვეობის შემდეგ გადაარჩინეს ბიჭი, რომელიც პედოფილმა გაიტაცა მაშინ, როდესაც იგი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ამის შესახებ წერს ბრიტანული მედია. სამართალდამცავთა ინფორმაციით, 26 წლის პედოფილი დმიტრი კოპილოვი, რომელიც პერიოდულად აუპატიურებდა პატარა ბიჭს, იგი აგრეთვე ემუქრებოდა ბავშვს, რომ თუ არ დაემორჩილებოდა მის მოთხოვნებს, აუცილებლად მოკლავდა.

პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეო თუ როგორ შედიან ფანჯრიდან სპეცრაზმელები მოძალადის სახლში. კადრებში ასახულია ბოროტმოქმედის დაკავების მომენტი.

როგორც ირკვევა, აღნიშნულ გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული ინტერპოლიც, რომლის კიბერუსაფრთხოების ქსელმა დაადგინა, რომ ბოროტმოქმედი და მცირეწლოვანი ბიჭი მსხვერპლის სახლიდან 14 მილის მოშორებით იმყოფებოდა.

ბავშვის მშობელთა განცხადებით, იგი დიდ ფსიქოლოგიურ სტრესშია ჯერ კიდევ და სჭირდება რეაბილიტაცია

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.