(ვიდეო) – “15 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ბეტონზე თავი დაარტყა” – მტკვარში ნაპოვნი 13 წლის ბიჭის საზარელი ამბავი

რუსთავში, ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიასთან ახლოს, მტკვრიდან 13 წლის ბიჭის ცხედარი ამოიტანეს.

გარდაცვლილი არასრულწლოვანი მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჭინჭარაშვილია.

არსებული ინფორმაციით, ბიჭს ჯებირზე ფეხი დაუცურდა, თავი ბეტონის ფილას დაარტყა და მტკვარში ჩავარდა.

„15 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ბეტონზე ჰქონდა თავი დარტყმული, წყალში ჩავარდნისას უკვე გონება ჰქონდა დაკარგული და ჩავარდნიდან 5 წუთში გარდაიცვალა.“- წერს ერთ-ერთი მეგობარი.

„მყვინთავი ადგილზე მისვლისთანავე ჩავიდა მტკვარში. ჯერ მივიდა მყვინთავების ჯგუფი და მერე დანარჩენი. მეთევზის გარდა იქ არავინ იყო.“ – წერს მეორე მეგობარი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  •  
  •  

2 Comments

  1. find out electric company near me

    Magnificent web site. A lot of useful info here. I am sending it to a few friends ans also sharing in delicious. And certainly, thanks for your effort!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.