(ვიდეო) – “ჩემ სოფელში მშვენიერ კარგად ვლოცულობ, დიდ აჭარაში, რაის მოლაპარაკება, გვაგინებენ…” – დაპირისპირება გურიაში

ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში პოლიციასა და მუსლიმ თემს შორის ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო. მუსლიმი მოქალაქეები სამლოცველოს მოწყობას ითხოვენ, რასაც ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან.

მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი გაარღვიეს და სოფლის ცენტრში გადაინაცვლეს. სოფლის ცენტრში, ასევე, დღის პირველ ნახევარში, ქრისტიანი თემის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც სამლოცველოს მოწყობას ეწინააღმდეგებიან. ამიტომ პოლიცია მუსლიმ მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

“ვალდებული ხართ თქვენ ყველა, უზრუნველჰყოთ ლოცვი უფლება, ცხოვრებისა. აქ ხდება ადამიანების ჩაგვრა. ჩემ სოფელში მშვენიერ კარგად ვლოცულობ, როცა გამიხარდება, დიდ აჭარაში. კანონი გვაძლევს ამის უფლებას.”

“პრევენცია რომ მოგეხდინენ თავი დროზე… მთელმა საქართველომ იცოდა… აბა, რაის პოლიციის უფროსი ხარ? რაის მოლაპარაკება, გვაგინებენ…”

“ჩვენ პოლიცია არ გვინდა არაფერში… რატო არ მოვიდა გუბერნატორი?”

ადგილზე მივიდა გურიის რწმუნებულიც, რომელსაც არ მოუსმინეს – “მაგი თუ ვერ მოაგვარა, რას მიგვარებს, ამხელა კაცი ხარ, წადი, “ვაბშე”, წადიი, ეს ვინ არის…”

კადრებში ჩანს ისიც, როგორ არღვევენ პოლიციის კორდონს…

ამ დაპირისპირების შემდეგ, პოლიციის დამატებითი ძალები იქნა გამოძახებული.

 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, განაცხადა:

“დაპირისპირება გამოიწვია, შეიძლება ითქვას, გარკვეული ჯგუფების მასიურად შედინებამ, რამაც ბუნებრივია, კითხვები გააჩინა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 50 მუსლიმი არის, რომლებიც შედიან სხვადასხვა ინტენსივობით და ლოცულობენ, რაღაც გარკვეული ესკალაცია მოხდა. სხვადასხვა რაიონებიდან და ქალაქებიდან ხალხი ჩავიდა”

ვიდეოს მთავარი არხი აქვეყნებს

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    ამათ კორონასი არ ეშინიათ?

  2. ბუკნარელი.

    ესეც ხომ სპეციალურად აგორებული ტალღაა, თორემ, როდის იყო მათ, ლოცვას უშლიდა ვინე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.