(ვიდეო) – შოკისმომგვრელი კადრები – ორი ბავშვი ცეცხლმოკიდებული შენობიდან გადმოხტა

საფრანგეთში, ქალაქ გრენობლში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინტერნეტში ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, თავის გადაჩენის მიზნით, ორი, 3 და 10 წლის ბავშვი ცეცხლმოკიდებული შენობიდან როგორ გადმოხტა. უფროსმა ჯერ სამი წლის ბავშვი გადმოაგდო ფანჯრიდან, ხოლო შემდეგ თვითონ გადმოხტა.

ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათთან ერთად სამედიცინო დაწესებულებაში 17 ადამიანი იმყოფება, რომლებიც დაკვამლიანების შედეგად მოიწამლნენ. ასევე ცნობილია, რომ ბავშვების დაჭერის შედეგად ორ ადამიანს მხრის მოტეხილობა აღენიშნება და ისინიც სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან.

ხანძრის შედეგად, 100 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა მთლიანად დაიწვა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    აი ვინ არიან გმირები, აი ვინ არიან მისაბაძი მოქალაქეები, აი როგორი ადამიანები აშენებენ სახელმწიფოს, აი ეს არის შეუფასებელი სიკეთე,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.