(ვიდეო) – შეხვდა თუ არა ამირხანაშვილი “კაწროს” და იყო თუ არა დასვენებული ცხედარი მანქანაში?

გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება – “მთავარი არხი” ახალ, სკანდალურ კადრებს ასაჯაროვებს.

“მთავარის” მტკიცებით, კვალი ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე “კაწრომდე” მიდის.

მრავალტომიანი საქმის ერთ ერთ მტკიცებულებებს შორის არის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, სადაც სავარაუდოდ სწორედ “კაწრო” ჩანს, რომელიც ამირხანაშვილთან დიდუბის სადგურში მას შემდეგ მივიდა, რაც ამირხანაშვილი იქ მცხეთიდან მომავალმა მანქანამ დატოვა.

ვიდეოკადრებში, რომლებიც იმავე ადგილზეა გადაღებული, სადაც მოძალადეებმა თბილისში გურამ ამირხანაშვილი დატოვეს, აშკარად ჩანს მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთში ადგილზე მიდის, ამირხანაშვილს ხვდება და მასთან დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში საუბრობს.

გარდა ამისა, არხის ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს მესამე მანქანაც, მიკროავტობუსის ტიპის, სადაც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ის წყალში აღმოჩნდებოდა, იყო დასვენებული.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ინფორმაცია ამის შესახებ სანდო წყაროებიდან არის, თუმცა მტკიცებით ფორმაში რამის თქმა შეუძლებელია.

მისივე თქმით, სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი არის თუ არა “კაწრო” ის პირი, რომელიც მიკროავტობუსიდან გადმოდის. კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდას ხელში ტელეფონი უჭირავს, შესაბამისად ანძების საშუალებით მარტივი დასადგენია, იყო თუ არა იმ ღამეს ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო დიდუბეში და შეხვდა თუ არა ის გური ამირხანაშვილს.

წყარო: “მთავარი არხი”

ექსკლუზივი: შაქარაშვილის საქმის ახალი სკანდალი | კადრებში სავარაუდოდ "კაწრო" ფიგურირებს

ექსკლუზივი: შაქარაშვილის საქმის ახალი სკანდალი | კადრებში სავარაუდოდ "კაწრო" ფიგურირებს

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 07 ივლისი, 2020
  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ღმერთო, გავიყინე…….

  2. ანონიმური

    ვაი, უბედურო საქართველო, როდის გეშველება!

  3. სანამ ყველა საქართველოში

    ,, კაწროები “ არ გავხდებით , არაფერი არ გვეშველება!!!

  4. ყოჩაღ ,,მავარს” და

    ნიკა გვარამიას👍🏻

    1. ანონიმური

      ეს ის გვარამიაა, რომელიც დადასტურებული ინფორმაციის გარეშე აჟღერებს კონკრეტულ სახელებს და მოსახლეობაზე, გამოძიებაზე, სამართალდამცავებზე, დაზარალებულებზე და დამნაშავეებზეც ახდენს ზეწოლას…მარტო გვარამია კი არა მთლიანად ტელევიზიები…. რაც მეტად იქექებიან მით უფრო ჭიანურდება გამოძიება ეს უკვე აპრობირებული მეთოდია საარჩევნოდ, სარალიძის ამბისა არ იყოს…. სამწხაროდ დღეს არც ჟურნალისტური ეთიკა და არც უდანაშაულობის პრეზუმცია (თუმცა ფაქტია სასტიკი დანაშაული გვაქ სახეზე) არ არსებობს საქართველოში

  5. ანონიმური

    მოკლედ თუ მედიამ და ,,მთავარმა”არ იმუშავა.ეს საქმე წლობით გაგრძელდება და გაუხსნელს დატოვებენ,ან სულაც ჩაფარცხავენ.როგორც ყოველთვის.
    ამიტომ მედია კი არ უნდა გაჩერდეს პირიქით,მაქსიმალურად უნდა გააშუქოს მიმდინარე გამოძიება.

  6. ანონიმური

    ეს ის გვარამიაა,რომელიც ქართველ ახალგაზრდებს ხოცავდა,ბავშვებს აუპატიურებდა,ეს ის გვარამიაა გაჭირვებულ ხალხს ფულებს,რომ პარავდა,ეს ის გვარამიაა ომის დროს საზღ არგარეთ ქონება,რომ გაიტანა,ეს ის გ ვარამიაა,რომელმაც შექმნა ცისფერების და ბოზების ბორდელები და დღეს გვევლინება არჩევნების გამო ,რომ იძიებს სQნეს,ამ დროს ის ტყუილებს და ბოროტებას ანთხევს ,რომ ხალხს შეაძულოს მთავრობა და ყველაფერზე მიდის მის ტალახში ამოსვრას

    1. ანონიმური

      ეს ის გვარამიაა პროსტა ნერვებს რომ გიშლით! სადაც სამთავრიბო უწყებებს ძინავთ, მედია ფაქტს-ფაქტზე დებს!

    2. ეთო

      მართალი ხართ. პროვოკაციის გეგმა გარდაცვლილი ახალგაზრდის ხარჯზე…სხვებთან არ გამოუვიდათ ეგებ აქ გამოგვივიდესო და მიყვებიან ჭორაობას. დამამტკიცებელი ფაქტების გარეშე რაიმეს გაჟღერება შეიძლება? გვარამიასთან ყველაფერი მოდის….

      1. ანონიმური

        ე თ ო ! გიორგის მკვლელობაც იქნებ ჭორია შე არაქალო ქოცო. გვარამია რომ არა,დღეს უკვე დახურული იქნებოდა ეს საქმე თვითმკვლელობის, ან უბედური შემთხვევის მუხლით! მალე მიეწიეთ შაქარაშვილს,ვინც ამართლებთ ოცნებას!!!!

  7. ანონიმური

    Araferic ar gvvehveleba ra hvilebic gavzardet saxezea

  8. ანონიმური

    Maksimalurad gaahuket media, simartle gaidos xalxma, ra dros gvaraiaa. Velodebit simartles.

  9. ანონიმური

    გვარამიებიც და არაგვარამიებიც ყველანი ჩასაფრებული უნდა ვიყოთ ამ საქმის ბოლომდე გამოძიების მიზნით, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, ყველა დამნაშავე დაისაჯოს გამყალბებელი გომელაურის უწყებიდან დაწყებული. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! გადაყვება ეს მთავრობა ამ საქმეს. შოთაძე მეტი ვერ მობრუნდება, თუ დროზე არ გამოფხიზლდება პროკურატურა.

  10. ანონიმური

    მთავარი არხი ტყუის!

  11. ანონიმური

    ამათ ტყუილებს ხო საზღვარი არ აქვს რა

  12. ###

    მთავარია გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე და გაირკვეს სიმართლე, თუ არ გააკეთებენ ამას შეზაბამისი ორგანოები, დაე იყოს თუნდაც … გვარამია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.