(ვიდეო) – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული გაათავისუფლეს

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ დასმენის ბრალდებით დაკავებული ვერონიკა არონია წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

ბრალდებულის ადვოკატის, ანა ჟღენტის განცხადებით, ვერონიკა დანაშაულს აღიარებს. მისივე თქმით, ცრუ-ინფორმაცია ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით გაავრცელა და სენსაციური მასალის შექმნა სურდა.

პროკურატურამ სასამართლოს, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების გამო, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.

ცნობილია, რომ პროკურატურა 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მოსამართლემ ვერონიკა აროინია 2500-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისათვის დაკავებული გოგონას ოჯახის პრესკონფერენცია

⭕Live: შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისათვის დაკავებული გოგონას ოჯახის პრესკონფერენცია

Posted by Prime Time on სამშაბათი, 08 სექტემბერი, 2020

პრაიმტაიმი

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    ასეთი უსინდისო, ციხეში უნდა დაალპო.

  2. ანონიმური

    რასაც უყურებს და ისმენს მთავრობის ხალხისგან იმას სწავლობს !!!

  3. ანონიმური

    დარწმუნებული ვარ, მართლაც მოისმინა ის საუბრები. მაგრამ შეაშინა პოლიციამ, დაიყოლია თანამშრომლობაზე, აღიარებინა “დანაშაული” და აგე, ორ დღეში გაუშვა სახლში.
    სამაგიეროდ უამრავ დებილს გაუმყარდა აზრი, რომ შაქარაშვილის საქმის გარშემო უამრავ ჭორს იგონებენ და მხოლოდ ისაა სიმართლე, რასაც ბიძია მირიანი ამბობს ))

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.