“ფაუჩის პროტექცია ამ კვლევაში, ტყუილი აღმოჩნდა”

საფრანგეთში მცხოვრები ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“დასრულდა ყველაზე დიდი საერთაშორისო კვლევა კოვიდის სამკურნალოდ ნაცად სხვადასხვა პრეპარატებზე – “SOLIDARITY” . რემდესევირის და სხვა პრეპარატების ეფექტი კოვიდის მკურნალობაში არ დადასტურდა. პლაქვენილზე საერთოდ..

“These remdesivir, hydroxychloroquine, lopinavir and interferon regimens appeared to have little effect on in-hospital mortality,” the study found.“ https://www.nytimes.com/…/coronavirus-remdesivir-who.html

თავიდანვე ანტივირუსულ თერაპიაზე მთავარი აქცენტის გაკეთება, თანაც საეჭვო პრეპარატებით, ალბათ შეცდომა იყო. რემდესივირის ისტორია კი საერთოდ, კონფლიქტთა ინტერესის, მხოლოდ კომერციული სარგებელის ძიების, თაღლითობისა და ა.შ. მაგალითია. პრეპარატი რომელიც ერთი კონკრეტული ვირუსისთვის შეიქმნა ( მერე გაყიდვები ჩაწვა) ვერანაირად ვერ იქნებოდა ეფექტური სრულიად სხვა სტრუქტურის ვირუსზე..

თავად ფაუჩის პროტექციით საქართველო რომ თითქოს მონაწილეობდა ამ კვლევაში, ტყუილი აღმოჩნდა. არაა საქართველო კვლევაში მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალში. აგერაა სტატიის ორიგინალი.

Repurposed antiviral drugs for COVID-19; interim WHO SOLIDARITY trial results

საქართველო საერთოდ არანაირ საერთაშორისო რანდომიზირებულ კვლევაში კოვიდზე არ მონაწილეობს. სულ სომხეთი რომ მოჰყავთ ნეგატიურ მაგალითად, ის მონაწილეობს..

ასევე, საფრანგეთი არ აპირებს რემდესივირის გამოყენებას. ჯანდაცვის უმაღლესმა ორგანომ, HAS მა რომელიც ამერიკული FDA ს ანალოგია და ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ნებართვას იძლევა, შეისწავლა საკითხი და ასევე დაასკვნა რომ რემდესივირის ეფექტურობა დაბალია და არ ამართლებს მის ანაზღაურებას სოციალური დაზღვევის სისტემის მიერ.

Évaluation des traitements de la COVID-19 : la HAS publie son évaluation du remdesivir

ეს ფორმულირება პრეპარატის არ გამოყენებას გულისხმობს, ვინაიდან არცერთი ჭკუათმყოფელი ფრანგი არ გადაიხდის 2000 ევროს პრეპარატში რომელიც არაეფექტურია..

იქნებ მორჩეს საქართველოში ცრუ დაიმედება რემდესივირის, პლაქვენილის და სხვა გაურკვეველი მეთოდების ეფექტურობასა და მათ გამოყენებაზე.. მარტო “ტრამპის პროტოკოლს“ (მეცნიერულად არარსებულს) გამოვიყენებთო, რად ღირს..

საქართველოში დღეს რაც ხდება, მსგავსი დაბოლების, კოვიდის გაპოლიტიზირებისა და მკერდში მჯიღების ცემის შედეგიცაა..

პირბადეების მუდმივი ტარება (სწორი ტარება!), მათ შორის ქუჩაშიც, ხელების პერმანენტული დაბანა დამუშავება, ხვევნა პლოშვნისა და ხელის ჩამორთმევის შეწყვეტა, ქეიფებისა და შეკრებების შეზღუდვა (6 კაცზე მეტს არ ურჩევენ ინგლისსა და საფრანგეთში), შენობების მუდმივი განიავება, გრიპის აცრის დროული გაკეთება… საღი და კრიტიკული აზროვნება… ჯერ ჯერობით ესაა ყველაზე ეფექტური.”

Remdesivir Fails to Prevent Covid-19 Deaths in Huge Trial



  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    aferisti sapatioebi

  2. ანონიმური

    დაგვენძრა…!ისედაც აღარ არის შემოსავალი! საფრანგეთში რა ხდება და ამ სამონეთში ამოვწყდებით ავადმყოფი წიწილებივით!, გაიბერა და გასკდება საქართველო ამდენი ტყუილისაგან!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.