(ვიდეო) – ფუტკარაძეების ოჯახს შვილები დაუბრუნეს – გახარებული ბავშვები

მოგეხსენებათ, უკვე ერთი წელია, ფუტკარაძეების ოჯახიდან 9 შვილი წაიყვანა სახემწიფომ, მათ შორის, 7 თვის ჩვილი.

როგორც “ალიას” არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” თანამშრომელი, მზია ქედელიძე უყვებოდა, ოჯახმა ყველა ვალდებულება შეასრულა (ვგულისხმობთ, რემონტს სახლში და გოგოებისთვის ცალკე საძინებლის გამოყოფას), სახელმწიფომ კი შვილები მაინც არ დაუბრუნა.

პარალელურად, რამდენიმე დღის წინ, განცხადება გააკეთა სოფელ თხილნარის რწმუნებულმა, რომელმაც თქვა, რომ არ იცის რატომ წაიყვანეს ბავშვები, თუმცა, ოჯახს იცნობს და იცის, რომ პირობები არა აქვთ. კითხვაზე, რატომ არ აქვთ კარგი საცხოვრებელი პირობები, თუ სახელმწიფო ეხმარებოდათ, რწმუნებული ასევე პასუხობს, რომ არ იცის.

განცხადება გააკეთა სოციალურმა სააგენტომაც, რომლის მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ოჯახმა 120 კვ. ბინა გადაცვალა სოფლის სახლზე, 4300 კვ.მ. ეზოთი და ბაღით და სახლი იყო ურემონტო.

იმის გამო, რომ ოჯახის ირგვლივ უამრავი ჭორი აგორდა, “ქართული იდეის” ლიდერები ადგილზე ჩავიდნენ სიტუაციის გასაცნობად და პირველივე დღეს გვაჩვენეს ფუტკარაძეების კარ-მიდამო!

გუშინ “ქართული იდეა” ესტუმრა სოციალურ სამსახურს, საიდანაც ასევე ლაივი შემოგვთავაზა და სოციალური სამსახურის თანამშრომელი ვიდეოში ლევან ჩაჩუას პირდება რომ ოჯახს შვილებს დაუბრუნებენ და ეუბნება, რომ რადგან “ასეთი დიდი კაცი ჩაერია ამ ოჯახის საქმეში, ის მომხრე იქნება ოჯახს შვილები დაუბრუნონ!”

ლევან ჩაჩუა იქვე პასუხობს სოციალური სამსახურის თანამშრომელს რომ ის დიდი კაცი არ არის და უბრალოდ მრავალშვილიანი მამაა!

დღეს კი ოჯახს ცხრავე შვილი დაუბრუნეს. როგორ მოახერხეს 2 დღეში გადაწყვეტილების მიღება, მაშინ როცა ერთი წლის მანძილზე ოჯახის არ შეისმინეს, უცნობია.

რა თქმა უნდა, არ გვინდა დავიჯეროთ, რომ საქმე “დიდ კაცშია” და უფრო ლოგიკური იქნება, ვიფიქროთ, რომ ბავშვების წაყვანა თავიდანვე არაკანონიერი იყო, თუმცა, გამოძიება, იმედია, ამას მალე დაადგენს.

ინფორმაციას იმის შესახებ, რას სთხოვდნენ ფუტკარაძეების ოჯახს, რას გვიყვებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივა” და რას ამბობდნენ ოჯახზე სოციალური სააგენტო და სოფლის რწმუნებული – იხილავთ აქ.

დღეს გადაღებული ვიდეო, ფუტკარაძეების ოჯახში, რომელსაც “ქართული იდეის” ლიდერები ავრცელებენ:

გუშინ, 11 აგვისტოს, სოციალურ სააგენტოში გადაღებული ვიდეო, რომელსაც ასევე “ქართული იდეა” ავრცელებს:

9 წართმეული შვილი ოჯახს უბრუნდება ❗️❗️❗️

Posted by ლევან ჩაჩუა on სამშაბათი, 11 აგვისტო, 2020
  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ტიკ-ტოკ ტიკარაძე: შენ ჰებელსის ცოლ-ცოლობა დაგმშვენდებოდა, ო, რა რიგად დაგმშვენდებოდა… მე თქვენი “მშვენიერი” დედები დავამშვენე. რას აკეთებთ თუ კადრულობთ თქვე არამიწიერო არსებებო. მიწიერი არსება მაგას ვერ და არ გააკეთებს, რადგან თვითონაც უსაშველოდ ატკივდება სული… აქ ადამიანზე არაა საუბარი, ადამიანიდან და ადამიანურობიდან ძალიან შორსაა ეს ყველაფერი, შეიძლება ითქვას რომ ჰორიზონტს მიღმაა… გესმის ტიკ-ტოკ???

  2. ანონიმური

    გოგოებისთვის ცალკე საძინებლის გამოყოფა,ამის შემდეგ უკვე ცხადია ყველაფერი, როცა უნდათ ცალკე საძინებელს ითხოვენ სხვადასხვა სქესისთვის ,როცა უნდათ ბიჭო გოგოა და გოგო ბიჭი,არ გაგივათ ეს საქართველოა.ის რაც თქვენ გინდათ არ გაგივათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.