(ვიდეო) – “მესამე რაუნდზე კომპრომისით უნდა მოვიდეს “ოცნება” – რიკერთან შეხვედრა დასრულდა

ფილიპ რიკერთან შეხვედრა დასრულდა – ოპოზიცია მოთხოვნებს არ ცვლის და პარლამენტში არ შედის, ლიდერების თქმით, ოპოზიცია შეხვედრისას იყო ერთიანი:

დავით ბაქრაძის განცხადებით, დარღვევების არსებობას ამერიკის საელჩოც ეთანხმება.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გზავნილი იყო ის, რომ სასწრაფოდ საჭიროა კომპრომისი.

მოწოდება არის შეთანხმებისკენ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, არ დავმალავ – ამბობს გიორგი ვაშაძე.

ბადრი ჯაფარიძე: – მზდ ვართ გაგრძელდეს დიალოგი ხელისუფლებასთან, რათა მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვას.

ზურაბ ჯაფარიძე – კარგად ესმით პოლიტიკური კრიზისი, ოპოზიციამ ეს არჩევნები მოიგო! ეს ყველას კარგად ესმის. არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა, შემოგვთავაზეს რომ ინსტიტუტის გამოყენებით ხომ არ სჯობს ბრძოლის გაგრძელება, რაზეც ავუხსენით, რომ საქართველოში ინსტიტუცია არ არსებობს.

ალეკო ელისაშვილი – აზრები შევაჯერეთ. შევთანხმდით, რომ მესამე რაუნდზე უკვე კონკრეტული შეთავაზებით უნდა მოვიდეს “ქართული ოცნება”

ირმა ინაშვილი – აუცილებელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გავაცანით ჩვენი პოზიცია.

  •  
  •  

2 Comments

  1. სიმართლე

    გამარგვებულმა დამარცხებულს რატომ უნდა დაგითმოს? ხალხს არაფერს გვეკითხებით? გინდა შემოდით თუ არა და წადით ბაბაიებო სახლში,თქვენ უარყავით ის ხალხიც ვინაც ხმა მოგცათ.10000 დამკვირვებელი გვყავდაო რომ იძახით რას აკვირდებოდნენ? ხელი ოქმებზე ხომ მოაწერეს? იქვე გრაფაა-რას არ ეთანხმები- შეავსო რომელიმე თქვენმა დამკვირვებელმა? და მაინც ძალაზე ხართ ?

    1. სიმართლე

      შესწორება- გამარჯვებულმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.