(ვიდეო) – მინდა ვუთხრა ყველას, ვინც განგვიკითხავს, რატომ შეიკრიბნენო – რა მძიმე მდგომარეობაში გაქვს სული – მამა შალვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარის გვერდზე, სოციალურ ქსელში, ქვეყნდება მამა შალვა კეკელიას ლაივმიმართვა:

“მინდა ყველას ვუთხრა, ვინც განგვიკითხავს, რატომ შეიკრიბნენ, რა უფლებით შეიკრიბნენო, პირველ რიგში, ვართ ყველანი დატესტილები რა…

სიყვარული არის ყველაზე მთავარი და ყველაზე ძირეული, ჩვენ ყველა წესს და ყველა კანონს ვიცავთ და პირველ რიგში, ყველაზე მთავარ კანონს ვიცავთ, ეს არის სიყვარულის კანონი, ეს არის ერთმანეთის პატივისცემის კანონი. სანამ ქვეყანა და ადამიანები არ ისწავლიან ერთმანეთის პატივისცემას, ერთმანეთის გაფრთხილებას, ამ ქვეყანაში არასოდეს არაფერი არ იქნება. ადამიანები, რომლებიც ჩასაფრებულები არიან, რომ სიკეთეზე კი არ ისაუბრონ, პირიქით, ეს სიხარულიც კი არასწორად წარმოაჩინონ, ეს არის მტრობა და ეს არის წინააღმდეგობა ქვეყნისა და ერისა. ეს არის დაპირისპირება ადამიანებს შორის და შობის დღესაც რომ ეს განწყობა გაქვს… წარმოიდგინე, ქრისტე დაიბადა, და შენ რომ ის განწყობა გაქვს, მოდი მე დღეს ერთ ადამიანს მეორე ადამიანს დავაპირისპირებ, ესე იგი რა მძიმე მდგომარეობაში გაქვს სული… ამაზე მძიმე არაფერი შეიძლება იყოს.

დღეს ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ სიყვარულის გამო, შევიკრიბეთ რომ ჩვენი საოცარი მაცხოვრის დაბადების დღე აღგვენიშნა… უამრავი ადამიანი მოვიდა ტაძარში, ხალხი ეზიარა. შუაღამეს, სიცივეში, ყინვაში იდგნენ ადამიანები და ღვთისმსახურებას დაესწრნენ. მე მინდა მათ მიმართ პატივისცემა გამოვხატო. მინდა პატივისცემა გამოვხატო ემიგრანტების მიმართ, რომლებიც წავიდნენ უცხოეთში და 1 ემიგრანტი 3-4 ოჯახს არჩენს, რომ არა ისინი, ჩვენ ქვეყანას ძალიან გაუჭირდებოდა. ჩვენ შეგვეძლო ეს ყველაფერი არ დაგვედო ლაივში, დაგვემალა და ვერც ვერავინ გაიგებდა, ვერც ტელევიზიები მოგვივარდებოდნენ, მაგრამ იმ ადამიანებს ამ სიხარულს ვერ მოვაკლებდი. რა სიხარულიც ჩვენ გულშია, მინდა გავუზიაროთ, ვიღაცა საწოლსაა მიჯაჭვული და ტელეფონით გვიყურებს, ვიღაცა საპყრობილეშია, ოთხ კედელშია გამომწყვდეული და შენა ხარ მისი იმედი, ვიღაცას შვილი უკვდება და შვილის სარეცელთან ტირის და ღმერთს სთხოვს მის გადარჩენას, ვიღაცამ შეიძლება მშობელი დაკარგოს და საოცარ ტკივილს ატარებს… დღეს ქრისტე დაიბადა ამ ადამიანებისთვის, ამ ადამიანების ნუგეშისთვის. არ გვექეიფება ჩვენ, ეს არ არის ქეიფი, ჩვენ გვიხარია ქრისტეს დაბადება…

ჩვენ ერთობას გაუმარჯოს, ჩვენ სიყვარულს გაუმარჯოს. ღვთისმშობელი შეგვეწიოს, დაგვიცვას. ყველას სიკეთე და მადლი. ის ადამიანები ვინც გვაგინებენ, ღმერთმა დალოცოს და ღმერთმა სიკეთე მისცეს მათ ოჯახებს. ემიგრანტების თამადობით, ყველა ქართველს გაუმარჯოს.”

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    ეს მართლა ასეთი ღლეა თუ თავს იღლევებს????

  2. ანონიმური

    წვერებიანი აფერისტი

  3. ანონიმური

    აი სწორედ ამისთანა მღვდლები ბილწავენ სარწმუნოებას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.