(ვიდეო) – “იმდენი ვინერვიულე წნევამ ამიწია…” – “ლელაკო ღვედი შეიკარი”

მომღერალმა ლელა წურწუმიამ “ფეისბუქ live-ის” დროს თქვა:

“ადამიანებმა დილით ნახეს, რომ მათი საბანო ანგარიშები არის ცარიელი…

ვიდეო გადიოდა ვითომ მე და მამულიჩა ვათამაშებდით ფულად პრიზს, ეს ვიდეო არის აპრილის თვის, თუ ამ ვიდეოს კარგად მოუსმენთ მიხვდებით, რომ აღდგომის დღესასწაულის დროინდელია და ბოლოს გილოცავთ აღდგომას-თქო ვამბობ…

ერთი პრობლემაა, რომ ადამიანები თაღლითობენ, მაგრამ ნუ აძლევთ სხვებს თქვენს პირად მონაცემებს, განსაკუთრებით საბანკო მონაცემებს, ცოტა უფრო მეტი ყურადღებით იყავით, დღეს, ალბათ, ვიღაცებმა ნახეს, რომ მათი საკრედიტო ბარათები არის ცარიელი.

ინსტაგრამზე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ თქვენი სახელით ეს ადამიანი აკეთებს ამას და ამას.

როდესაც ჩემი ადმინისტრატორი წერდა კომენტარებს, რომ არ ენდოთო შლიდა ამ კომენტარებს, მერე კიდე ვიღაცები აზიარებდნენ, გეხვეწებით ხელს ნუღა უწყობთ. ფეისბუქს მივწერე, დაბლოკეს, მერე კიდე გახსნა ახალი, მთელი ჯგუფი მუშაობს ერთი კი არა… იმდენი ვინერვიულე წნევამ ამიწია, მთელი ღამე არ მეძინა. გუშინ დილის 4 საათისთვის პოლიციას მივეცი ინფორმაცია”

ვიდეოს კომენტარებში მსმენელი წერს:

“ლელაკო, ღვედი შეიკარი, თორემ ჩასაფრებულები არიან პაპარაცები”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.