(ვიდეო) – თბილისში ძაღლმა 5 წლის ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა – დღის ისტორია

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსად ვახტანგ ლომჯარია სოციალურ ქსელში, ავრცელებს ფოტოს და წერს:

“დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე.

წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას” ეს ,,რაღაცა” კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება.

სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში.

მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემატკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრობ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც.

წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს”

მიშა კაჭკაჭიშვილი ვიდეოს ავრცელებს, სადაც სწორედ ის გველი ჩანს, რომელმაც ბავშვის გადასარჩენად მივარდნილი ძაღლი დაკბინა.

Posted by Misha Kachkachishvili on პარასკევი, 10 ივლისი, 2020
  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    სტალინი. სამაგიეროდ ადამიანები ხოცავენ ერთმანეთს

  2. ანონიმური

    ძაღლი ადამიანის მეგობარია,ადამიანი ადამიანის მტერი.(სამწუხაროდ)

  3. გიურზები შემოესევიან თბილისს

    თუ ტაბახმელამდე მივიდნენ აწი ქალაქსაც მოედებიან!
    ბავშვსაც და დიდსაც საშიშროება მოელით!
    მერიამ უნდა დაგეგმოს რამე!
    და ადამიანმა მინიმუმ ჯოხი იქონიოს თან

    1. ანონიმური

      ჯოხი არა ლაზერები :))) ქალაქის მერე ქვეყანას მოედებიან და გახდება გიურზების ქვეყანა )))

  4. ანონიმური

    ნეტა მათნაირ ცივსისხლიან არსებებს არ მიაკითხავენ პარლამენტში?

    1. ანონიმური

      აუცილებლად შენთან მოვა და თან არაერთი.გადაუნაწილე სამშობლოს მოღალატეებს

  5. Ucnobi

    რა ადგილას ნახეს ტაბახმელაში ხოუნდა დაწერონ ან რა ბედი ეწია გველს?

    1. ანონიმური

      მოკლეს

  6. ანონიმური

    ჰასკი მიყვარხარ,ნეტა ადამიანებსაც ქონდეს შენნაირი სიყვარულის და ერთგულების უნარი,ღმერთო ჩემო წარმოდგენაც არ მინდა ბავშვის მშობლები რა დღეში იქნებოდნენ,მადლობა გმირო ცუგა🐆

  7. ცირა

    ჰასკი გმირი ხარ. ძალიან მიყვარს ამ ჯიშის ძაღლები.

  8. მარი

    საყვარელი .გმირი ცუგო. ესეთი ერთგულები არიან ძაღლები.

  9. ელენე

    რატომ არ კლავენ ვერ გავიგე მარტო ვიდეოს რომ უღებენ

    1. ანონიმური

      ბავშვის მამამ მიასაკლავა ! თანაც თქვა უიძულებული ვიყავი მომეკლაო ! ეტყობა მაინც ეშინია ე.წ. “ცხოველთა დამცველებმა” არ უჩივლონ ! ისე გიურზას მოკვლა ისე ადვილი არაა უსწრაფესი გველია და ნახტომი აქვს ძალიან გრძელი ! ასე რომ კაცს ჯოხი რომ უჭირავს და გონია დასცხებს გიურზას და მიკლავს ადვილად ძალიან ცდება გიურზას შეუძლის 1.5 მეტრიანი ნახტომიც დააკეთოს და ხელში მიწვდეს ! ჯოხს ვერც ამჩბევს და პიტდაპირ სითბოს წყაროს ანუ ხელს უმიზნებს !

  10. ანონიმური

    ჯიგარი ხარ🌝

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.