(ვიდეო) – “თამუნას კუბოს დაემხო, მაპატიე, ვერ დაგიცავიო”- ქალი, რომელსაც გამოძიება ეძებს

ბაჩალიაშვილის დედა შაბათის ფორმულას იმ ფიგურანტის შესახებ უყვება, რომლის ჩვენებამაც, თეონა თამაზაშვილის თქმით, შესაძლოა, თამუნას გარდაცვალებას ნათელი მოჰფინოს.

საქმე ახალგაზრდა ქალს ეხება, რომელთანაც ბაჩალიაშვილი მეგობრობდა. გამოძიებამ 30 წლამდე ქალის აღწერილობის შესახებ მეზობლების მონაყოლის მიხედვით სამი ფოტორობოტი შექმნა. სამივე მოწმე ექსპერტს ერთ ქალს აღუწერს – ვინმე ნინოს, რომელიც 23 წლის ბაჩალიაშვილის პანაშვიდზე, გვიან ღამით მივიდა, როდესაც იქ მხოლოდ ოჯახი და ახლობლები იმყოფებოდნენ.

ოჯახის თქმით, ის იმეორებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის დაცვა ვერ შეძლო და ოჯახს ბოდიშს უხდიდა.

ფოტო-რობოტი საიდუმლო მასალებიდან

„თამუნას სასახლესთან უხდიდა ბოდიშებს,“- ვინ არის ახალგაზრდა ქალი, რომელმაც, შესაძლოა, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საიდუმლო იცოდეს

Posted by Formula • ფორმულა on შაბათი, 12 სექტემბერი, 2020
  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ტაქსის მძღოლები ღამით ხშირად ერთ ადგილას ერთი და იგივე ხალხი დგას.

  2. ??

    და თუ ასეთი საეჭვო რამ შენიშნეთ და ეძებთ, მოსული ყოფილა და ვერ მოკიდეთ ხელი და დაკითხეთ? ახლა რომ ეძებთ

  3. ანონიმური

    მკვლელობის ორგანიზატორები არიან სუპერმპროფესიონალები. როდესაც თვითმკვლელობის ვერსია ვეღარ ქაჩავს და მკვლელობის ვერსიამ დაიწყო გამყარება, გამოაჩინეს ქალი, რომელიც არაფერ შუაში არ არის და საერთოდ არ იცნობდა საცოდავ გოგონას, მივიდა უბრალოდ რომ დაენახათ და ის სიტყვები ეთქვა, რაც თქვა: ვერ შევძელი შენი დაცვაო…ვერავინ მას ვერ იპოვის, ფოტო რობოტი კი არა, ვიდეოთიდაც რომ გადაეღოთ იმ მომენტში.

  4. მოკლედ საშიში ხალხია.

    ეს რომ სიმართლე იყოს, ამდენხანს რატომ მალავდნენ? ამას ბებია მაინც იტყოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.