(ვიდეო) – “ვიცი, გეშინია” – რას წერს გარდაცვლილი 12 წლის გოგოს მეგობარი

12 წლის გარდაცვლილი მოზარდის ნ.ბ.-ს მეგობარი, ლიზი, სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და წერს:

“უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო, როგორ ავხსნა როგორ მოვყვე… მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან მენატრება. ვიცი რომ ეხლა ჩემს გვერდითა და განიცდის რომ ვერ ვხედავ, ვგრძნობ ჩემთანა და მელაპარაკება როგორც ადრე მასთან გატარებული დღები და წამები მენატრება, ერთად რო ვცეკვავდით პირველად… მენატრება ის დღე, ის წუთები. მინდა დავაბრუნო ყველაფერი მაგრამ არ შემიძლია მხოლოდ მოგონებას ტელეფონი თუ შეინახავს, მხოლოდ ფოტოები და მოგონებები დამრჩა… მინდა გითხრა ძალიან მენატრები, მინდა ჯადოსნური ჯოხი მქონდეს და ეს ყველაფერი უკან დავაბრუნო! ეხლა შენ ტირი იმიტომ რომ ძაან გეშინია, გეშინია სიბნელის და ვერაფერს ხედავ ვიცი პატარა, გპირდები დღეს მოვალ და ჩაგეხუტები, იმედია იგძნობ გაგითბობ გულს

ჩემო საყვარელო ფერია შენ გძინავს ეხლა და ხმას არ მცემ მაგრამ ვგძნობ რომ გეშინია ძაან”

შეგახსენებთ, გუშინ 12 წლის გოგონა დაიღუპა, რომელსაც ჰქონდა თირკმლის პრობლემები, როგორც კლინიკა აცხადებს, მას სჭირდებოდა დიალეზი, რადგან, კლინიკას, რომელშიც სასწრაფომ მიიყვანა ბავშვი, დიალეზის გადასხმა არ შეეძლო, გადაამისამართა სხვა კლინიკაში, მოზარდი გზაში დაიღუპა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.