(ვიდეო) – ვინ არის 94 წლის ქალი, რომელსაც კახა კალაძემ სახლი აჩუქა

94 წლის მარგარტია ქაჯაიას, რომელიც ოჯახის 4 წევრის გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებელი ბინის გარეშე დარჩა და ათეული წელი 20 კვადრატულაში ცხოვრობდა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სახლი აჩუქა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში დედაქალაქიის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი წერს:

„94 წლის მარგარიტა ქაჯაიას უსათვალოდ კითხვა უჭირს, თუმცა თბილისის მერის მიერ გადაცემული საკუთრების მოწმობა მაინც საკუთარი თვალით წაიკითხა.

მარგარიტა ბებოს მძიმე და ტრაგედიით აღსავსე ცხოვრებაში დღევანდელი დღე, ალბათ, გამონაკლისია. ოჯახის 4 წევრის გარდაცვალების და უბინაოდ დარჩენის შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა და თავი მუნიციპალურ ფართს შეაფარა. ისნის რაიონში, ბაღდათის ქუჩაზე მარგარიტა ბებო 20 კვადრატულ ფართში ათეული წელია ცხოვრობს, თუმცა მუდმივ შიშში, არავის გაესახლებინა.

დღეიდან მას საკუთარი ჭერი აქვს“

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    გაიხარეთ ბატონო კახი ,თქვენნაირი მერი არ ყოლია თბილისს ,ჯამრთელობას და ოჯახის კარგად ყოფნას გისურვებთ ,უფალს ებარებოდეთ !

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.