(ვიდეო) – ვინ არის ქართველი მოდელი, რომელიც AUDI-ს რეკლამაში გადაიღეს?

Audi España-სთვის გადაღებულ ვიდეორგოლში, რომელიც ესპანურ აუდიტორიაზეა გათვლილი, ქართველი მოდელი ახალგაზრდა ინფლუენსერის როლში წარდგა.

ქართველი მოდელი საკო წოწორია გერმანული მანქანათმშენებელი კომპანია Audi-ს ახალი სარეკლამო რგოლის მთავარი გმირი გახდა.

To be an Influencer („იყო ინფლუენსერი“) – ასეთი სახელწოდება აქვს Audi-ს ახალ სარეკლამო რგოლს, რომელიც რეჟისორმა პაბლო ოლივერამ კომპანია Garage Films Production-თან და სარეკლამო სააგენტო DDB España-თან თანამშრომლობით ესპანური აუდიტორიისთვის შექმნა.

Audi España-სთვის გადაღებულ ვიდეორგოლში ქართველი მოდელი ახალგაზრდა ინფლუენსერის როლში წარდგა. ის ფოლოვერებს სოციალურ ქსელებში თავისი ცხოვრების დეტალებს უზიარებს, ქმნის კონტენტსა და ტრენდებს, თუმცა ის, რაც მას განუმეორებელსა და გამორჩეულს ხდის – ეს არის ავტომობილი Audi.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.