(ვიდეო და ფოტოები) – რა ხდება ბელორუსში? “ლუკაშენკო რეალურად აგებს არჩევნებს”

თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი, ბექა კოკაია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ბელორუსში:

პირველი შემთხვევაა, როცა ლუკაშენკო რეალურად აგებს არჩევნებს.

აქამდე ყოველთვის 70%-ზე მეტს იღებდა. აქ წამატებული ხმებიც იყო, მაგრამ 50%+ ყოველთვის რეალურად ჰქონდა. პატარა ქალაქები და სოფლები ყოველთვის უჭერდნენ მხარს.

ლუკაშენკოს ოპონენტები ყოველთვის უგზო-უკვლოდ ქრებოდნენ არჩევნებამდე. ვინც არ ქრებოდა, ცესკო არ არეგისტრირებდა. ვისაც ცესკო არეგიატრირებდა იჭერდა, ან გარბოდნენ.დღევანდელ არჩევნებამდე ყველა ოპონენტი დაიჭირა, ან გაიქცა, თუმცა ერთერთი ოპოზიციონერის ცოლმა თავისი კანდიდატურა წარადგინა და დანარჩენი ოპოზიციური შტაბებიც გაერთიანდა ამ ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად.იმ პირობით, რომ გამარჯვების შემდეგ მალევე ჩაატარებს ახალ და ყველასთვის სამართლიან არჩევნებს.

წინასწარი სოციოლოგიური კვლევები ბელორუსში კანონით იკრძალება, თუმცა, ეგზიტპოლის შედეგებით ლუკაშენკომ აიღო 3%-ზე ნაკლები.ცესკო აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით ლუკაშენკო ლიდერობს 60%-ზე მეტით.

ქუჩაში გამოსვლებია.

ყველა ქალაქში მთავარი მოედნები დემონსტრანტებს აქვთ დაკვებული.მინსკში უკვე დააპატიმრეს არაერთი დემონსტრანტი. გაშვებულია ცრემლსადენი გაზი და არიან რეზინის ტყვიებით დაშავებულები.

დემონსტრანტების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს”

შეგახსენებთ, გაყალბების წინააღმდეგ ბელარუსის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. ქალაქების მთავარ მოედნებზე გამოჩნდნენ სამართალდამცავებიც, მათ გადაკეტეს მისასვლელი გზები.

სოციალურ ქსელში, ადამიანები იმასაც წერენ, რომ ბელორუსიაში კომუნიკაციები შეზღუდულია და დარეკვის საშუალება ტელეფონის, თუ მობილური აპლიკაციების საშუალებით შეუძლებელია, თუმცა, ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად სწორია გავრცელებული ინფორმაცია.

რადიო თავისუფლება მინსკის აქციის კადრებს ავრცელებს:

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მაინც რუსების მონებად დარჩებიან , უბედური და გზადაბნეული ერია , ბელორუსული ენა აღარავინ იცის, ნახევარზე მეტი თავს რუსად აღიქვამს. ეკონომიკურად მთლიანად მოსკოვზე
    არიან დამოკიდებული.

    1. ანონიმური

      რეებს ბლიყუნებ იცოდე მაინც

      1. რიკო

        ჰაჰა საღოლ, კაი იყო

  2. ანონიმური

    ახლა ნამდვილად დაერხა ბელარუსიას…
    ასე დაიწყო ,,დემოკრატია” უკრაინაშიც,
    სადაც ახლა ხახოლები ჭამენ იმას, რაც იანკებმა დაურიგეს..
    როცა მ8ხვდებიან, რა დოზით ჭამეს, უკვე გვიანი იქნება….

    1. მართალა

      ასიანი

  3. ნაციTYანია

    ლუბერასტების მიერ დაგეგმილი მორიგი ავანტურა.

    1. რემბო

      უნდათ როგორც უკრაინაში, ისე შეიტანონ მანდაც დემოკრატია, ვაი ვაი

  4. ანონიმური

    მაგათ არაფერი არ ეშველებათ სანამ რუსეთის……აქვთ თავი შეყოფილი რუსებზე მეტად მიაჩნიათ თავი რუსებად

  5. ანონიმური

    ისე თქვენი დედა რაც ეს სტატია სიმართლეს არ შეესაბამება…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.