(ვიდეო) – დაკარგული ჯარისკაცის ვიდეოკადრები

დაკარგული ჯარისკაცის ვიდეოკადრები, რომელიც ვაზიანის ბაზიდან მისი გასვლის მომენტს ასახავს. ვიდეოს “კურიერი” ავრცელებს.

ვიდეოში ჩანს თუ როგორ ტოვებს ვაზიანის სამხედრო ბაზას 21 დეკემბერს 10:20 საათზე თეიმურაზ გიუნაშვილი სამოქალაქო ტანსაცმელში.

უკვე მეორე გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერი არის ბაზის მიმდებარე პერიმეტრზე. თეიმურაზ გიუნაშვილი გადის გზის სავალ ნაწილზე და მიუყვება ბაზის ტერიტორიას. დაახლოებით 10-12 წამის განმავლობაში გრძელდება ეს ფრაგმენტი და 35 წლის მამაკაცის კვალი სწორედ ამის შემდეგ ქრება.

როგორც მეოთხე ბრიგადის მეთაური მედიასთან საუბარში აცხადებს, გიუნაშვილმა ტერიტორია საკუთარი პატაკის საფუძველზე დატოვა და ერთდღიანი შვებულებით ისარგებლა. ის უნდა დაბრუნებულიყო მომდევნო დილის 8 საათისთვის, თუმცა როდესაც ასე არ მოხდა, მისი ძებნა დაიწყეს

შეგახსენებთ, მესამე დღეა დაკარგულია მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი, თეიმურაზ გიუნაშვილი. 35 წლის სამხედრო 21 დეკემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გავიდა, თუმცა სახლში არ მისულა. მეორე დღეს ის არც სამსახურში გამოცხადდა, რის მერეც მისი ძებნა დაიწყო. 

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    რა ხდება, რა უბედურებაა, სად უნდა წასულიყო ზრდასრული ადამიანი. ღმერთო შენ უშველე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.