(ვიდეო) – “დავბრუნდები და დედებს მოგი@@ნავთ” – რა მოხდა ბათუმში?

ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაძე ერთ-ერთი მშენებლობის გამო “ლელოს” წევრს, ალეკო მირცხულავას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირება ადგილზე მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ მირცხულავას მშენებლობის წინააღმდეგ სამართლებრივი დახმარება სთხოვა. 

“დავბრუნდები და დედებს მოგი@@ნავთ”, – ისმის ვიდეოში.

“მთავარის” ინფორმაციით, კერძო მობინადრე მისი სახლის წინ კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, მშენებლობას კი “ოცნების” მაღალჩინოსანი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი მანველიძე მფარველობს. სწორედ მანველიძის მამის, ბაგრატ მანველიძის კომპანია აშენებს ადგილზე სახლს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.