(ვიდეო) – “არ გავიგო აქ გიორგის ხსენება, ეს არის პოლიტიკური დებატები” – მირიან ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე, თავად ავრცელებს გუშინდელი დებატების ვიდეოს (ინგა გრიგოლია, გადაცემა “რეაქცია”, ტვ. პირველი) და წერს:

“ვინმემ აუხსენით კლეპტოკრატია რა არის, თორემ ეგონა ჩემს “ხაზეინს” აგინებსო.”

შეგახსენებთ, გუშინ ინგა გრიგოლიას გადაცემის მსვლელობისას, მირიან ნიკოლაძე და “ლელოს” წევრი, ლევან სამუშია შეკამათდნენ:

-მე არ გავიგო აქ გიორგის ხსენება, ეს არის პოლიტიკური დებატები, ეგ არის სიბინძურე. მშობელი ვარ მე გიორგის.

-მირიან შენ პროფესიონალი ადვოკატი ხარ და იცი რა სიინძურეც ხდება, საქმეს რომ გიყალბებენ პროკურორები იმას ხელი არ უნდა დააფარო. მე არ უნდა ვლაპარაკობდე მირიან ამაზე, შენ უნდა ლაპარაკობდე. პოლიტიკაა, როცა საქმეს აყალბებენ, პოლიტიკაა მართლსაჯულება.

-შენ გიორგის თემას იყენებდი და დღეს მაჟორიტარი ხარ და მე ჯვარს მაცვეს მაგაზე. არ მინდა შენი ჭკუის სწავლება. ხვალ და ზეგ გახდი მაჟორიტარი გიორგის საქმის ხსენებით.

-10 წელია პოლიტიკოში ვარ. გირგვლიანის საქმეში არ ვიყავი? ინგა არ გიცავდი? სარალიის საქმეზე ხმა არ უნდა ამოგვეღო?

-სარალიძე რა შუაშია?

მირიან ნიკოლაძე რეაქციაში

📌 ბიძინა ივანიშვილი კი არ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, კლეპტოკრატია უნდა გავრეკოთ, რომელიც 30 წელია გასაქანს არ აძლევს არავის – მირიან ნიკოლაძე➡ გადაცემის სრული ვერსიის საყურებლად გადადით ლინკზე:https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2350451098595745/

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 01 სექტემბერი, 2020
  •  
  •  

7 Comments

  1. ანონიმური

    ეს არის გახრწნილი კაცუნია!

  2. გაგა

    Google-ამოიკითხა სიტყვა ,,კლეპტოკრატი” და ატრიალებს ამ სიტყვას წინ და უკან, დარწმუნებული ვარ 2-დღის წინ საერთოდ არ იცოდა ამ სიტყვის არსებობა. დედა რა ყალბი კაცია და გონია ამ სიყალბეს ვერავინ ვერ არჩევს. თან იძახის გიორგის მშობლებს სჯერათ გამოძიების და მე რა უფლება მაქვს არ დავუჯეროვო, ადვოკატი იხახის ამას ადვოკატი. აზრზე ხარ? მე კი არ მჯერა მარა რახან მშობლები ენდობიან მეც სხვა გზა არ მაქვსო. ვიცოდი გაგებული მქონდა რომ პოლიტიკა ბინძური საქმე იყო მარა ესეთი ბინძურიც თუ იყო ვერ წარმოვიდგენდი. ნიკოლაძე ეხლა გამოჩნდა პოლიტიკაში და როგორც თევზი წყალში ისე გრძნობს თავს. კი ამბობს 2004 წლიდან პოლიტიკაში ვარო და თან მაგ დროიდან სააკაშვილის ოპოზიცია ვიყავიო მარა აქაც იტყუილება. 2004 წელს სად ყავდა სააკაშვილს ოპოზიცია?? 2004-წლის გაზაფხულზე გახდა პრეზიდენტი და შესაბამისათ ოპონირებაც მასთან ჩვეულებრივი ზღაპარია. ფუ მართლა სანამ ესეთი ხალხი იქნებიან პოლიტიკაში მანამდე ამ ქვეყანას არაფერი ეშველება.

    1. ანონიმური

      გაიხარე მეტი რაღა ვთქვა არც ადვოკატი და არც ადამიანია ნაგავია!

  3. ანონიმური

    ეს ბიძა შემთხვევით პროჭი ხომ არაა?რაღა ეხლა გამოაჩინა თავი საარჩევნოდ.შეიძლება მეშლება კიდეც

  4. ანონიმური

    რა საზიზღარი ნატურაა

  5. ანონიმური

    ის საწყალი ბავშვი რომ არა ვინმემ იცოდა ვინ იყო? ერთი საშუალოზე დაბალი დონის ადვოკატი რომელსაც ბოლო დროს თურმე კლიენტებიც კი აღარ ყავდა. ძალიან სამარცხვინო კაცია.

  6. ნათი

    ბიძა სამართლიანი ადამიანია,გეყოფათ ჭორაობა,სირცხვილია რა. განა ჩვენზე უფრო მას არ ეწვის გიორგი?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.