(ვიდეო) – “ამირხანაშვილი და შაქარაშვილი ერთად იმალებოდნენ” – რას ჰყვება ბრალდებულის მამა?

შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრუწლოვნის, ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე, “მთავარ არხზე” ჰყვება, რომ წყაროზე დაყრდნობით, აქვს ინფორმაცია, გურამ ამირხანაშვილი და გიორგი შაქარაშვილი ერთად იმალებოდნენ ფერადი შენობის უკან და სწორედ იმიტომ გადაწვეს ის ტერიტორია, რომ იქ შეიძლებოდა დნმ-ის პოვნა.

თამაზ ხომასურიძე ითხოვს მისი არასრუწლოვანი შვილი გაატარონ სიცრუის დეტექტორზე და ითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორზე შემოწმების ჩანაწერი გავიდეს პირდაპირ ეთერში.

იგი საუბრობს პროკურატურის ბრიფინგზეც და სვამს კითხვას – მისი შვილი თუ დაედევნა გიორგი შაქარაშვილს, იგივე დროს, ასევე იგივე პიროვნება (ზ.ხ.) როგორ ესაუბრებოდა ამირხანაშვილს?

თამაზი ამბობს, რომ მისი შვილი იყო ნასვამი და “დაბოლილი” და ამ მდგომარეობაში, ნამდვილად ვერ განსაზღვრავდა საით გაიქცეოდა შაქარაშვილი, რომ მისთვის გზა მოეჭრა და წინ დახვედროდა.

თამაზ ხომასურიძე საუბრობს მირიან ნიკოლაძეზეც და ამბობს, რომ იგი “იცავდა ნარკობარიგებს, რომლებსაც ათასობით შაქარაშვილი ჰყავთ დაღუპული”

ინტერვიუ არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამასთან | მთავარი აქცენტები ნიკა გვარამიასთან ერთად

ინტერვიუ არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამასთან | მთავარი აქცენტები ნიკა გვარამიასთან ერთად

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2020
  •  
  •  

კომენტარი

  1. ნათი

    შვილის გადარჩენისთვის რეებს არ კადრულობ კაცი,გეტყობათ რაც მამაა ისაა შვილიც…

  2. კოტე

    თუ რამე იცოდით სად იყავით ამდენხანს? მრავალჯერ რომ ცვლის ჩვენებას შენი შვილი? დაბოლილი თუ იყო ძაან იქნებოდა საღ გონებაზე და იცის რა გააკეთა?

  3. ანონიმური

    რაღაც მეეჭვება ეხლა ეს სიმართლეს ლაპარაკობდეს

  4. ანონიმური

    ჩამოყალიბებული აფერისტია ვიღაცაა ეს კაცი რა

  5. ანონიმური

    ხომასურიძის ლაპარაკით. მის დაბოლილი შვილს ყველა დეტალი ახსოვს თავის სასარგებლოდ, მაგრამ შაქარაშვილზეარაფერი. თუ მამა სიმართლეს ეძებს , თქვას ყველაფერი , როგორც მოხდა,მაგრამ ასეთი ბიოგრაფიის მქონე მამის შვილი ისეთია როგორიც არის რა. გიორგის ბიძა ადვოკატია და ადვოკატები პროკურატურის ფუნქციას ხხომ არ შეასრულებენ .ის მოსწონს მამიკოს მის მკლელ შვილს ,რომ ამართლებს ადვოკატი.

  6. ანონიმური

    შვილი არ ვიცი, მაგრამ მამა ნამდვილად შებოლილი ჩანს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.