“ვთხოვდი თავი დაენებებინათ, თუმცა მაინც აგრძელებდნენ ცემას” – ახალი ჩვენებები

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეში არსებული სამი მოწმის ჩვენება გასაჯაროვდა.

საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ვახტანგ ახვლედიანის ჩვენება:

„ისინი ვინც ავტომანქანიდან გადმოვიდნენ, მოგვზდევდნენ უკან და გვეძახდნენ გაჩერდით სად გარბიხართო და თან გვაგინებდნენ. ჩვენ ყველამ ერთად ხიდზე გადავკვეთეთ გზა, გადავედით საავტომობილო გზის მეორე მხარეს და გავრბოდით. მე ხიდზე როგორც კი გადავედი იქვე ჩავუხვიე დაბლა და როგორც კი ჩავუხვიე ვნახე იქვე არსებული ბუჩქები და ჯაგები. გავიქეცი იქითკენ და დავიმალე აღნიშნულ ბუჩქებში. ხოლო სხვები საით და რა მიმართულებით გაიქცნენ არ ვიცი, რადგან იყო ღამე.

მე სანამ ჩავუხვევდი ბუჩქებისკენ დავინახე, რომ ჩემს წინ მირბოდა გიორგი შაქარაშვილი და მე რომ ჩავუხვიე ბუჩქებისკენ, ისინი ვინც მოგვზდევდნენ გაეკიდნენ გიორგი შაქარაშვილს. ხოლო შემდეგ თუ ვინ საით გაიქცა არ დამინახავს. მე ჩუმად ვიჯექი და ვიმალებოდი ბუჩქებში, რა დროსაც საავტომობილო გზის მხრიდან დაახლოებით 10 წუთი მესმოდა ძახილის ხმა „სად გაიქეცით, გამოდითო“ და თან გვაგინებდნენ“, – წერს ვახტანგ ახვლედიანი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში .

ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე:

„როდესაც შენობიდან გადავიხედე ინციდენტის ადგილას სადაც მანქანა იყო გაჩერებული დავინახე ორი ბიჭი. რა დროსაც მოვიდა მეორე ავტომანქანა, სავარაუდოდ მერსედესის მარკის. ვინაიდან იყო 20 მეტრი და მაშორებდა სიბნელე ზუსტად ვერ გავერკვიე მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი საიდანაც გადმოვიდა სამი ბიჭი, რომელებმაც ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დაუწყეს ადგილზე მყოფ ორ ბიჭს. აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და თან აგინებდნენ“

ძიუდოისტი გიორგი ტატიაშვილი:

„მე დავძარი მანქანა, რადგან არ მინდოდა მომხდარიყო ჩხუბი, მაგრამ ჩემს მანქანაში მჯდომი პირები ცდილობდნენ გაეღოთ კარები და გადმოსულიყვნენ. რაზეც იძულებული გავხდი მანქანა გამეჩერებინა. როდესაც მანქანა გავაჩერე ჩემი მგზავრები გადმოვიდნენ და გაიქცნენ, ჩვენ წინ ფეხით მოძრავი ჩვენთვის უცნობი პიროვნებების მიმართულებით. რა დროსაც დავინახე, რომ ჩემს გვერდით მჯდომი სრული აღნაგობის პიროვნებამ რომელსაც ხელში ეჭირა რკინის ჯოხი, დაარტყა ერთ-ერთს ფეხში. რა დროსაც ჩვენს წინ ფეხით მოძრავი პირები გაიქცნენ. რომელსაც გაეკიდნენ ჩემი მგზავრები და ერთ-ერთი მათგანი დაიჭირეს. რომელსაც ჩემი ყველა თანმხლები პირი ურტყამდა.

მე მათ ვთხოვდი თავი დაენებებინათ მისთვის და წამოსულიყვნენ თუმცა ისინი მაინც აგრძელებდნენ ჩემთვის უცნობი პირების ცემას და მე ჩემ მგზავრებს გიორგი შერმადინს და ლაშა მერაბიშვილს მოვატყუე რომ მოდიოდა პოლიცია, რაზედაც ჩემი კლასელები ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი, თენგო ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე, ქანაშვილი რომლის სახელიც არ ვიცი და ასევე ჩემთვის უცნობი სრული აღნაგობის პიროვნება და ნ.ც ჩასხდნენ ჩემს მანქანაში და ყველა ერთად წავედით თბილისში“

  •  
  •  

კომენტარი

  1. sos

    ვისაც ცემდნენ მიატოვეთ? დაგერეკა მაინც ვინმესთვის…

  2. ანონიმური

    სტალინი. იძახეთ ახლა სპორტით უნდა დაკავდეს და რელიგია უნდა ისწავლებოდეს სკოლებშიო! რა მნიშვნელობა აქვს ესენი სპორტით იქნებიან დაკავებულნი თუ რელიგიას შეისწავლიან მაინც მკვლელები და გაბოროტებული თაობაა, რომლებსაც არავითარი პერსპექტივა და მომავალი არ აქვთ! ერთი კახური ანეგდოტისა არ იყოს, ვირი გინდ ღობის იქით დააბი და გინდ ღობის აქით, ვირი მაინც ვირია!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.