ვეუბნებიან, რომ მაისისთვის ინფიცირების მაჩვენებელი 10-77-ის ფარგლებში შემცირდება – გამყრელიძე

პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ 95%-ზე ავალთ, მაისისთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთეული შემთხვევა იქნება და ინფიცირების მაჩვენებელი 10-77-ის ფარგლებში შემცირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 29-ს ჩამოსცდა. ეს პოზიტიური ტენდენციის ერთ-ერთი ინდიკატორია. ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რუგულარულად ახლებს ქვეყნების მონაცემებს. ბოლო განახლება 15 იანვარს იყო, სადაც მათ აღნიშნეს ჩვენი დადებითი ტენდენცია. სასიამოვნოა, რომ ჩვენთან, პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთეული შემთხვევა იქნება და ინფიცირების მაჩვენებელი 10-77-ის ფარგლებში შემცირდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგულაციების დაცვას, განსაკუთრებით – პირბადის ტარების მაჩვენებელს. თუ ნოემბერ-დეკემბერში ერთ ინფიცირებულს ვავლენდით და 2-3-ს ვერა, ახლა, ყოველ ერთ გამოვლენილზე დაახლოებით, 1-1,5 არ ვლინდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს მხოლოდ 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ინფიცირების.

“ალია” ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა თებერვლის ბოლოს ე.წ. მესამე ტალღა დაანონსა. თუმცა, რის საფუძველზე დაანონსა ჩაკეტილ ქვეყნაში მესამე ტალღა, არ უთქვამს, მით უფრო რომ ასეთი პროგნოზი ჰქონია ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტისგან.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    შენც გეუბნებიაN? მეგონა შენ გვეუბნებოდი!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.