“ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა, ლარიც გაექცა და ვირუსიც”

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს:

„მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გამოეყენებინა 5 მილიარდი ფული საარჩევნო მანიპულირებისთვის, ნაცვლად ხალხის მხარდაჭერისა.

მთავრობას, რომელსაც დიდი დრო და რესურსი ჰქონდა უცხოეთის დახმარების სახით, ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან, ლარიც გაექცა და ვირუსიც.

ეს არის ხელისუფლების მიერ გადადგმული პოლიტიზირებული ნაბიჯების შედეგი. დღეს, თუ სასწრაფოდ არ მიიღებს მთავრობა რადიკალურ ზომებს, თუ არ შეკვეცს კორუფციულ და უსარგებლო ხარჯებს, რომელიც „ქართულ ოცნებასა” და მასთან მიტმასნილ ბიზნესს ემსახურება, თუ არ გამკაცრდება პოლიტიკა, ამ შემთხვევაში, ლარი მიაღწევს ისეთ ნიშნულს, როდესაც ეკონომიკა გაჩერდება და მოქალაქეების შემოსავალი კატასტროფულად დაიკლებს.

პირველ რიგში, მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს ფულის ფლანგვა მათი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, დაანებოს თავი უსაზღვრო ოდენობით რეფინანსირების სესხის გაცემას, მართოს ჯერ კიდევ მის ხელთ არსებული ბერკეტით ეს პროცესი”

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    exa naxe bidzos monobas komentarebi

  2. ანონიმური

    აზრიანი რამე თქვი რა მსოფლიომ ვერ გააჩერა კორონა და საქართველო გააჩერებდა?ან რა ლარს გააჩერებდა ნახევარი ეკონომიკა,გასაკრიტიკებელის მეტი რა აქვთ ქოცებს აზრიანად აკრიტიკეთ რა,ერთი ჭირი ხართ ყველა ვინც დღეს პარლამენტში ყრიხართ და ვინც ერთმანეთს ხოცავთ პარლამენტში შესასვლელად კიდევ.

    1. ანონიმური

      ai 1shen ici ro arsad kursk see ar gavrdnila bnelo ocnebis kleo

  3. ანონიმური

    რაც შენ კუპონს დამართე მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ დამართნია ეგეთი რაღაც ფულს….

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.