ვერავისგან მივიღებ პრეტენზიას, ვერავის დავეთანხმები, რომ ჩვენი ქვეყანა ვიღაცას ჩამორჩა – ლევან რატიანი

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას კრი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ პან­დე­მი­ის მარ­თვის პრო­ცეს­ში გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბით ხდე­ბა.

“ჩვენ­მა სა­ხელ­მწი­ფომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ ლე­ტა­ლო­ბის ნაკ­ლე­ბი შემ­თხვე­ვა გვქო­ნო­და. არა­ვის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა არ მა­ინ­ტე­რე­სებს. ეს ჩემი ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც სუ­ლით და გუ­ლით მიყ­ვარს. არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბი არ გა­უ­კე­თე­ბია ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს, ექი­მებ­თან ერ­თად, რომ ლე­ტა­ლო­ბის რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი შემ­თხვე­ვა გვქო­ნო­და. ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი ვე­რა­ვის იმა­ში, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ვი­ღა­ცას ჩა­მორ­ჩე­ბო­და. პი­რი­ქით ჩვენ­მა სა­ხელ­მწი­ფომ, ყვე­ლამ ერ­თად, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გაგ­ვე­წია იმა­ზე მეტი სერ­ვი­სი, რისი სა­შუ­ა­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბაც გვქონ­და. ექი­მებ­მა თავი გა­წი­რეს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ყვე­ლას ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ბოლო ათი თვეა არ ვი­ცით, რა არის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და ვა­თე­ნებთ და ვა­ღა­მებთ პა­ცი­ენ­ტის სა­წოლ­თან, რომ გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვოთ და სი­ცო­ცხლე გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, ვე­რა­ვის­გან პრე­ტენ­ზი­ას ვერ მი­ვი­ღებთ. მე პი­რა­დად ამ პრე­ტენ­ზი­ას ვერ მი­ვი­ღებ იმი­ტომ, რომ ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ გა­მაჩ­ნია. არა­ვის არ უნ­დო­და პან­დე­მი­ა­ში ცხოვ­რე­ბა. ვერც მე და ვერც ვე­რა­ვის წარ­მოგ­ვედ­გი­ნა.

ბუმ­ბე­რა­ზი ქვეყ­ნე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა იტა­ლია, გერ­მა­ნია, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ა.შ. სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო და­ფი­ნან­სე­ბა იმა­ზე, მეტი აქვთ, ვიდ­რე სჭირ­დე­ბო­დათ, ჩვენ კი მწი­რი ბი­უ­ჯე­ტი გვაქვს, მაგ­რამ შე­დე­გე­ბი, მგო­ნი, ერ­თნა­ი­რი დავ­დეთ, ვერ გე­ტყვით ვის ხარ­ჯზე იყო, მაგ­რამ ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა – და­წყე­ბუ­ლი სა­ნიტ­რი­დან დამ­თავ­რე­ბუ­ლი კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბამ­დე, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ეფექ­ტუ­რად გვე­მუ­შა­ვა და ამის­თვის ერ­თმა­ნეთს გვერ­დში ვე­დე­ქით.

ჩვენ არც დღე ვი­ცით, არც ღამე. მარ­ტი­ვია ლა­პა­რა­კი, რო­დე­საც საქ­მე­ში არ ხარ ჩარ­თუ­ლი. ექი­მი მა­შინ ხარ, რო­დე­საც გა­მოც­დი­ლე­ბა და პრაქ­ტი­კა გაქვს. მიკ­ვირს კი­დეც ადა­მი­ა­ნე­ბის, რო­დე­საც სა­უბ­რო­ბენ ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე, რო­დე­საც კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი არა­თუ ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად არ უნა­ხავთ, არა­მედ ვერ­ტი­კა­ლუ­რა­დაც არ გა­უ­სინ­ჯავთ. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ, სა­ხელ­მწი­ფოს­თან ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა გვქო­ნო­და. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ყვე­ლა გა­ვერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით.

ძა­ლი­ან რთუ­ლია ებ­რძო­ლო მტერს, რო­მე­ლიც არ იცი, რო­მე­ლი ვექ­ტო­რი­დან შე­მო­გი­ტევს. ადა­მი­ა­ნებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით მედ­პერ­სო­ნალ­მა, სი­ცო­ცხლე გა­წი­რეს, რომ სხვი­სი სი­ცო­ცხლე­ე­ბი გა­და­ერ­ჩი­ნა. არა­ვინ დახ­ვედ­რია მომ­ზა­დე­ბუ­ლი, მათ შო­რის აშშ. იმი­ტომ, რომ უც­ნო­ბი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ომია უც­ნობ გა­რე­მო­ში.

რაც გა­დაგ­ვარ­ჩენს – თა­ნად­გო­მაა. ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს, რო­დე­საც ვი­ღა­ცას ვე­ქიშ­პე­ბი იმი­ტომ, რომ ამ ქიშპ­ში ორი­ვე ვა­გებთ. ჯო­ბია, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით დგო­მით მო­ვი­გოთ ეს ომი.

ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ თა­ვი­დან აირ­ჩია მიდ­გო­მა, რა­საც იზო­ლა­ცია ერ­ქვა. ამ მიდ­გო­მამ გა­ა­მარ­თლა, რად­გან ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი ჯაჭ­ვის გა­წყვე­ტა და ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა მხო­ლოდ იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა. ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იმ დროს კლი­ნი­კა­ში ხვდე­ბო­და, რად­გან ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მა­ტი­კით არ იყ­ვნენ გა­მოვ­ლე­ნი­ლი. სექ­ტემ­ბე­რი, ოქ­ტომ­ბე­რი, ნო­ემ­ბე­რი, დე­კემ­ბრის თვე­ში კი ამის ფუ­ფუ­ნე­ბა არ გვქონ­და. ჩემი კლი­ნი­კის მა­გა­ლით­ზე მინ­და გი­თხრათ, რომ მხო­ლოდ ისი­ნი ხვდე­ბოდ­ნენ, ვი­საც სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბო­და.

მე­ო­რე ეტა­პი მედ­პერ­სო­ნა­ლის­თვის, რა თქმა უნდა, უფრო მძი­მე იყო, ვიდ­რე პირ­ვე­ლი ეტა­პი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ და სა­ხელ­მწი­ფომ ეს შეძ­ლო – ამ ეტა­პამ­დე თავი გა­ვარ­თვით და იმე­დია, მო­მა­ვალ­შიც ასე გა­ვარ­თმევთ თავს და გა­დავ­რჩე­ბით“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.