“თამთა ამბობდა, პარლამენტში უნდა ვიყო, იმდენი ტანსაცმელი მაქვსო”

ვატყობდი, რომ თამთა თოდაძე ცოტა არაჯანსაღი ფსიქიკის იყო. ხანდახან უზრდელურად იცოდა ლაპარაკი, როცა სვამდა, არაადეკვატური ქცევები ჰქონდა, – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე საკრებულოს ბრალდებული წევრის, ილია ჯიშკარიანის ბიუროს თანამშრომელმა ირმა ჩიკვილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მას ილია ჯიშკარიანმა უთხრა, რომ თამთა თოდაძემ “დაალეწა თავზე ნივთები”.

“ჩემთვისაც ბევრჯერ მოუყენებია თამთას სიტყვიერი შეურაცხყოფა, ვატყობდი, რომ ცოტა არაჯანსაღი ფსიქიკის იყო. ხანდახან უზრდელურად იცოდა ლაპარაკი. თამთა თოდაძეს ილია ჯიშკარიანთან სტაბილური ურთიერთობა ჰქონდა. რომ სვამდა არაადეკვატური ქცევები ჰქონდა…“თამთა, შვილო, თამთა, გენაცვალე”, – ასე მიმართავდა ბატონი ილია თამთას. თვითონ თამთაც ბატონობით ესაუბრებოდა. ხშირად ამბობდა თამთა, ჩემი განათლებიდან, პრაქტიკიდან გამომდინარე, არ ვიმსახურებ აქ ვიჯდეო. ყველასთან ამბობდა, რომ მისი ადგილი პარლამეტში იყო, რომ იმდენი ტანსაცმელი ჰქონდა, ჩვენთან რომ ჩაეცვა, ამას ვერავინ შენიშნავდა”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ეს გოგო რა გაქექილიც იყო სახეზე ეწერა რა

  2. ანონიმური

    ჯიშკაარიანის სიმართლეში ეჭვი არ მეპარება მე პირადად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.