“ვალდებულნი არ ვართ პარლამენტში პირბადეები ვატაროთ”

ვალდებულები არ ვართ, პარლამენტში პირბადეები ვატაროთ – ასე უპასუხა ანრი ოხანაშვილმა დეპუტატ ნუკრი ქანთარიას კითხვას, არღვევდა თუ არა კანონს ის ვისაც პარლამენტში პირბადე არ ეკეთა.
ოხანაშვილის თქმით, პარლამენტში საუბრისას პირბადეს არ იკეთებს რადგან მთავრობის დადგენილების მეხუთე მუხლის მიხედვით მათ ამის ვალდებულება არ აქვთ.
“არ არსებობს კანონისმიერი ვალდებულება, რომ პირბადეები აქ ვატაროთ. ჩვენ ვემორჩილებით რეკომენდაციებს და მაღალი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მათ. […] ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა, უნდა ვიყოთ მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ გვავალდებულებს, ვინაიდან ყოველდღიურად გავდივართ კონტროლს და ხდება სწრაფი რეაგირება, ჩვენ ვატარებთ პირბადეებს”

ნიუპოსტი

“ალია” – ერთადერთი კონტროლი, რასაც პარლამენტარები გადიან, არის თერმოსკრინინგი, სიცხის გაზომვა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან კონდიცირებულ, დახურულ სივრცეში, მაინც არ არსებობს მათთვის კანონი, რომელიც დაავალდებულებს პირბადის გაკეთებას და მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ხოლო, აბიტურიენტებისთვის, არც თერმოსკრინინგია საკმარისი და არც კონდიცირებული გარემოში დასხდებიან პირბადით…

დაუდგენელია, რომელი კანონის მეხუთე მუხლს იშველიებს ბატონი ანრი, თუ საუბარია საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონზე – ის უკვე გაუქმდა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    Sufta foxanashvilia

  2. აბა რაა!

    რა ვალდებულებაც ამომრჩეველის წინაშე გაკისრიათ , ის გკიდიათ და პირბადის ტარება თქვენთვის როგორ შეიძლება-ისედაც უტვინო ტვინი სულ გამოგიტვინდებათ!
    უუუხ თქვე ერის სისხლისმწოველო წურბელებო!

  3. ანონიმური

    შე ბურატინო,რატომ არ ხარ ვალდებული,მაშ მარტო მოსახლეობაზე უნდა იკაიფოთ და თან ფული აკეთოთ?ისე შენზე ძაან მაღალია ის პასუხისმგებლობა,თუ თანაზომები ხართ?

  4. ანონიმური

    რატომ არ უნდა ატაროთ, პარლამეტი დახურული სივრცე არ არის?

  5. პატრიოტი

    თქვენ დაჯექით უკონდენციონეროდ და გაიკეთეთ მინიმუმ სამი დღე პირბადეები და გნახავთ მერე როგორ გახდით სავალდებულოდ ტარებას.ნახევარზე მეტს სასწრაფოები წაგიყვანენ.ჩვენ იმიტო გვავალდებულებთ რო ვიღაცეები წილში ჩაუჯექით უკვე პირბადეების მწარმოებლებს და ხო უნდა გასახდეს არა?ბიძო მოაშორე ეს მავნებლები.ძირს გითხრიან ვერ ხვდები?

  6. ანონიმური

    ვიცით ძვირფასო თქვენთვის სხვა კანონია დაბეჩავებული ხალხისთვის სხვა.არაუშავს მოგხედავთ მალე ღმერთი ასეთი უსამართლობისთვის…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.