“ვაკანსია გამოვაცხადეთ კომპანიაში – 4 500 ლარი/თვეში + ბონუსები + კარგი სოციალური პაკეტი…”

ეკონომისტი, სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:

“რეალ-ობა!!!

საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ვაკანსია გამოვაცხადეთ კომპანიაში, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე
(4 500 ლარი/თვეში + ბონუსები + კარგი სოციალური პაკეტი)!
718 აპლიკაცია მივიღეთ:
პირველ ეტაპზე, დოკუმენტების საფუძველზე, 50 საუკეთესო ავარჩიეთ.
მეორე ეტაპზე, აპლიკანტებს წერითი დავალება მივეცით: „გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნები ქართულ პერსპექტივაში“.
მესამე ეტაპზე, დარჩენილ 10 კანდიდატს გავესაუბრეთ.
მეოთხე ეტაპზე კი, დილემის წინაშე აღმოვჩნდით: დაგვრჩა 2 არაჩვეულებრივი აპლიკანტი: ნიკა (ამერიკულ-ევროპული განათლება + 6 უცხო ენა + კორპორაციებში მუშაობის გამოცდილება) და თინა (ევროპულ-იაპონური განათლება + 5 უცხო ენა + Google-სა და JP Morgan-ში მუშაობის გამოცდილება).
ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, ტვინი ვიმტვრიეთ და ბოლოს, კომპანიის მფლობელმა დაგვირეკა და მისი ძმიშვილი ვეფხია ავიყვანეთ
✌️😂🙈🙈🙈”

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    მალადეც ბრავო, შევეცი საქართველოს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.