„ვაიმე, დამპალი, როგორ გაიქცა, ეს ოპოზიცია რა მთხლეა, ლიდერი არ გვყავს…“

ტვ „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„რა უნდა ისწავლოს ივანიშვილმა ბელორუსის ამბიდან – ამაზე მოგვიანებით, თუმცა პირველ რიგში იმაზე, რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ. აღმოჩნდა, რომ სასწავლი გვაქვს ჩვენც ბელორუსებისგან: როცა მათი პრეზიდენტობის კანდიდატი გაიქცა პროტესტის მეორე დღეს, ხალხმა ძალიან მიზანდასახულად, თვითორგანიზებით, მშვიდად და აქტიურად, თვითონ გააგრძელა პროტესტი. არ დაუწყიათ მოთქმა–გოდება, ვაიმე, დამპალი, როგორ გაიქცა, ეს ოპოზიცია რა მთხლეა, ლიდერი არ გვყავს, რატომ უნდა გამოვიდე, ვისთვის გამოვიდე…. ვითომც არაფერი, გააგრძელეს თავისი საქმე, იმიტომ რომ მათი გასაკეთებელია ის, რასაც ახლა აკეთებენ. ეჭვი მაქვს, ჩვენთან რომ იგივე მომხდარიყო, ორ კვირას მინიმუმ იმ ქალის ლანძღვაში და იმაზე მოთქმაში გავატარებდით, როგორ გვიღალატეს, რა დამპალია ოპოზიცია, ნეტა ვის უნდა ვენდო, რატომ უნდა ვენდო, ეეეჰ, არაფერს აზრი არ აქვს და ა.შ. და ამასობაში კი ჩაივლიდა მატარებელი. მოკლედ, ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. ოპოზიცია მხოლოდ ინსტრუმენტია ხალხის ხელში. ერთი დაბლაგვდება, სხვას მოვძებნით. მთავარია ჩვენ ვიცოდეთ ზუსტად რა გვინდა. საოქტომბროდ გამოგვადგება ეს გაკვეთილი.“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ძალიან კარგი შედარებაა ზუსტად ასე იქნებოდა…

  2. ანონიმური

    წადი ქალო, საქმე ნახე კოჭი გააგორე. იმდენად მეზიზღები, შენს დანახვაზე გული მერევა და არ მინდა კომპიუტერი დამესვაროს.ფთუუუუ.

    1. ანონიმური

      ტროლი

  3. romani

    oeer alia tu itxov komentarebi gaaketeto vaketebt. ver gavige hen ra cenzura xar tu vin

    1. ანონიმური

      პროგრამისტი არ უვარგათ

  4. ანონიმური

    დიდი რამე, ჩვენი ბელადიც გაიქცა, მაგრამ უფრო სამასცხვინოთ-გაიქცა ხ ო ხ ვ ი თ

    1. ანონიმური

      მოხოხდება!

  5. ანონიმური

    ეს რა ძონძღი ქაჯია!

    1. ანონიმური

      ჭორვილაში უნდა ეცხოვრა…

  6. ანონიმური

    ამის ბოდვებს საერთოდ რატო აქვეყნებთ?

    1. ანონიმური

      ბიძინას უხარია,

  7. ანონიმური

    ჯანგირაშვილს ურჩევნია თავისი აზრები თავისთვის შეინახოს 🙂

    1. ანონიმური

      ბიძინას ბანკში ჩადოს ჯობია!

  8. ანონიმური

    ისევ ტროლი

  9. ანონიმური

    ბიძინას ბრალია!

  10. ანონიმური

    მაგი ქალისთვის ლოცვაა!შეგეშალა!

  11. 👍🏻

    ყოჩაღ ნინო! სწორი ანალიზია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.