“ვადაგასული და აჭრილი რძე ბაღში” – “მადლობელნი იყვნენ კახა კალაძის” – ბაღის დირექციის სკანდალური პასუხი

ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

“ვინაიდან ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია, ბაღების სააგენტოს პროდუქტები მიაქვს ბაღებში და ისინი ურიგებენ მშობლებს ბავშვებისას.

ჩემი ორი წლის ნათლულის დედას, დღეს ბაგა ბაღიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ წაეღო. მივიდა და გამოატანეს სხვა ყველაფერთან ერთად ორი ბოთლი რძე. ერთს გუშინ გაუვიდა ვადა, აგერ აწერია და მეორე, რომელსაც ოც რიცხვში გადის ვადა, აჭრილია!!

არ გრცხვენიათ? ბავშვებს წამლავთ თუ ნაგავს ატენით???

იქნებ დაინტერესდეთ, საუბარია 59-ე ბაგა-ბაღზე. არ მგონია, ეს ერთეული შემთხვევა იყოს მხოლოდ Kakha Kaladzeთბილისის მერია / Tbilisi City Hall

“ალია” დაუკავშირდა 59-ე ბაგა-ბაღს, სადაც დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ნინომ გვითხრა, რომ მართლაც დაარიგეს პროდუქტი ბოლო სამი დღის მანძილზე და რომ მოიტანს ახლა ბოთლს და წაიკითხავს:

“მოვიტანე და ვკითხულობ, წერია წითელზე შავად გამოშვების თარიღი 09.10 და ვადა 21.10-მდე. “კრიშკაც” ხელუხლებელია.

-და ერთი და იგივე პარტიიდან იყო ყველა?

-კი, ყველას ეს ვადა აქვს, აგერ გვიწყვია ყუთებით…

-და ხომ დაარიგეთ უკვე?

-კი, მაგრამ, ეს თანამშრომლის შვილისშვილის ბოთლია და იმაზე ვკითხულობ. ყველას ეს ვადა ჰქონდა, ყველა იყო გამოშვებული 9 ოქტომბერს და ვადა ჰქონდა 21 ოქტომბრამდე. მე არ ვიცი რა ბოთლის ფოტო დადეს. პირიქით, მადლობლები უნდა იყვნენ, ასე არ შეიძლება, თუ რამე პრეტენზია აქვს, გამომშვებთან ჰქონდეთ. მშობლებმაც კარგად დაუწერეს კომენტარები.

-ვისი მადლობლები უნდა იყვნენ?

-კახა კალაძის, პირდაპირ კახა კალაძის ბრძანებით დარიგდა პროდუქტები, მეცხრე ეტაპია უკვე.

-ეს პროდუქტი ხომ ისედაც გამოყოფილი იყო ბავშვებისთვის?

-კი და რომ ვერ დადიოდნენ პანდემიის გამო, ვურიგებთ.

-ესე იგი, არ არის პირდაპირ კახა კალაძის ჯიბიდან, ქალბატონო, ეს არის ბიუჯეტიდან, ჩემი და თქვენი ჯიბიდან ნაყიდი პროდუქტები, კახა კალაძის ჯიბიდან იქნება, როცა იყიდის თავად თავისი ფულით და დაარიგებს.

დამეთანხმა.

ვნახეთ კომენტარებიც, ერთი მშობელი ამბობს, რომ მისი რძე კარგი იყო და ვადა ჰქონდა 22 ოქტომბრამდე.

კიდევ ერთი მშობელი წერს, რომ მისთვის მიცემულ რძეს ვადა ჰქონდა 19 ოქტომბრამდე, მაგრამ აჭრილი იყო ორივე და საშინელი სუნი ჰქონდა.

როგორც ჩანს, ბაღის დირექციას, რომელმაც ფაქტის შესახებ იცის უკვე, ისიც არ გაურკვევია, ბაღში მიტანილ რძეს ყველას ერთი თარიღი ჰქონდა გამოშვების, თუ არა და გადაუმოწმებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.

გარდა ამისა, გვითხრა, რომ “აგერ ელაგა ყუთებით”, დარიგება პარასკევს დაიწყო და დღეს დილით გასცა ბოლო ნაწილი – ინახება თუ არა რძე 4 დღის მანძილზე ყუთში – ამაზე სპეციალურმა სამსახურმა უნდა იმსჯელოს.

თუმცა, იმ ფაქტს, (თუ დადასტურდება) რომ 11 ოქტომბერს მშობელს გადასცეს რძე, რომელსაც ვადა გაუვიდა 10 ოქტომბერს – ვერავინ შეცვლის. რომ არა მშობლებისთვის პროდუქტების დარიგება, ვერასოდეს გავიგებდით, რას აჭმევენ ჩვენ შვილებს საბავშვო ბაღებში, ამიტომ, კი, მადლობა კახა კალაძეს.

სანამ საჯარო სამსახურის თანამშრომლები იმას გვაყვედრიან ჩვენ და ჩვენ შვილებს, რასაც ბიუჯეტის ფულით, სახელმწიფო აკეთებს – მანამდე არაფერი გვეშველება. მადლობელი იყავით, რომ კახა კალაძე ხელფასს გიხდით!!! მერე რა, რომ კაპიკებია, მერე რა, რომ მაგ კაპიკებსაც ბიჯეტიდან გიხდიან, მაინც, მადლობა კახა კალაძეს!

ერთი ამბავი გამახსენა ამ ისტორიამ:

ორი კაცი შედის სასადილოში, მოისინჯავენ ჯიბეს, ცოტა აქვთ ფული, შეუკვეთენ მოხარშულ კვერცხს. შეკვეთის მოტანის შემდეგ, ერთი ეუბნება მეორეს:

-ჩემ კვერცხში წიწილაა…

-ჩუმად ჭამე, ქათმის ფულს გადაგვახდევინებენ…

გაძლევენ ჩვენივე ფულით ნაყიდ პროდუქტს და გაფუჭებულია? – ჩუმად ვჭამთ და მადლობას ვეუბნებით!

“ალია” სთხოვს შესაბამის უწყებებს, აღნიშნული ფაქტის შემოწმებას და დამნაშავე პირების მკაცრად დასჯას, საბავშვო ბაღების თანამშრომლებთან კი ტრენინგების დაწყებას!

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    ყველაფრის ღისრები ხართ ამდენს რომნ უთმენთ ან ქურდ ყაჩაღ მთავრობას! კიდევ მეტად დახარეტ ტავი

  2. ანონიმური

    უმადურები!!!!

  3. მინდია

    აბა ძმაო იმ დეფენდერებს და ჯ კლასებს ყიდვა არ უნდა! მაგი დათვს და ლომს პარავდა პირიდან საჭმელსო ხომ გაგიგია ერთ საჩხერელ ცირკის დირექტორზე (ბიძინა არ გეგონოთ, ადრე დეპუტატი იყო ბადრი პატარკაციშვილმა ცირკი რომ იყიდა საჩხერიდან დეპუტატად გაუშვე ეგ ყოფილი დირექტორი)! ჰოდა დათვს და ლომს რომ ხახიდან საჭმელს აცლის ასეთი სასტავი გყავთ მთავრობაში და რძე ყველი კი არა ეჰჰ ჯერ სადა ხართ!!!

  4. ანონიმური

    ratom unda iyvnen madloblebi gafuhebul produqts rom arideben ase rogor xart dabrmavebuli es ocnebis momxreebi kais da cuds vegar amjhnevt tvunebi gaqt gayinuli

  5. ანონიმური

    მოგიტყანთ მთავრობა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.