ე.წ. კანონიერი ქურდის „იაპონჩიკის“ მკვლელობის საქმეზე მურთაზ შადანია დააკავეს

რუსეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა მურთაზ შადანია დააკავეს, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის („იაპონჩიკი“) მკვლელობის დროს თანამზრახველობაშია ეჭვმიტანილი. 

შადანიას მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენის მუხლით წაუყენეს ბრალი. საგამოძიებო კომიტეტის ვერსიით, შადანია კრიმინალურ ავტორიტეტზე ფარულ თვალთვალს ახორციელებდა. გარდა ამისა, შადანიამ მოსკოვში ჩაიტანა იარაღი, რომლისგანაც მოკლეს „იაპონჩიკი“.

ივანკოვზე თავდასხმა 2009 წლის 28 ივლის განხორციელდა, როდესაც ის რესტორნიდან გამოდიოდა. 9 ოქტომბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სხვა თავდამსხმელები ამ დრომდე არ არიან დაკავებულები.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.