ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობა ანუ გზა არსაით – “ქართველ ფაშისტებს არ აქვთ ამის უფლება, – მიპასუხა აფხაზმა”

წინამდებარე სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა ერთმა შემთხვევამ, როცა ერთ-ერთ ფორუმზე აფხაზ თანატოლს კითხვა დავუსვი რის საფუძველზე არ შემიძლია ვიყო ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის მოქალაქე საპასუხოდ მან მიპასუხა, რომ „ქართველ ფაშისტებს  არ აქვთ უფლება იყვნენ აფხაზეთის მოქალაქეები“. აღნიშნულის შემდგომ დავინტერესდი ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის მოქალაქეობაზე, ასევე დავინტერესდი მათ კონსტიტუციაზე და ვფიქრობ საინტერესო იქნება ის რასაც ქვემოთ წაიკითხავთ:

უპირველესად საინტერესოა ე.წ. აფხაზეთის კონსტიტუცია. ის მიღებულია 1994 წლის რომელიც მიღებულია 1994 წლის 26 ნოემბერს 12-ე საერთო სესიაზე, რომელიც დამტკიცებულია საერთო სახალხო რეფერენდუმით 1999 წლის 03 ნოემბერს.

1. კონსტიტუციის პრეამბულაში საუბარია მშვიდობასა და სხვა ხალხებთან ურთიერთობაზე, ხოლო პირველივე მუხლში მითითებულია, რომ აფხაზეთი და აპსნი ერთი და იგივე მნიშვნელობის ტერმინია ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკისათვის; 

2. ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა შედგება 6 რაიონისგან და 7 ქალაქისგან.  ხოლო ყველაზე საინტერესო იწყება ამ კონსტიტუციის 6 მუხლით, რადგანაც მითითებულია, რომ რუსული ენა აფხაზურ ენასთან ერთად ითვლება ე.წ. სახელმწიფო ენად (ისე საინტერესოა ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა, რომელიც მისი მეზობლის ენას იყენებს ე.წ. სახელმწიფო ენად თუმცაღა დამოუკიდებელ სუბიექტად უთითებს თავს კონსტიტუციაში);     

3. ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო (მუხლი 6) აღიარებს ყველა ეთნიკური ჯგუფის უფლებას გამოიყენოს მისი მშობლიური ენა (ამაზე საინტერესო განმარტება გააკეთა ერთ-ერთმა ფორუმელმა როცა მიუთითა, რომ ქართველებს და მეგრელებს ხომ უფლება აქვთო ისაუბრონ მათ მშობლიურ ენაზეო, ჩემს შეკითხვაზე თუ საიდან დაასკვნა, რომ ეს ორი ტერმინი ერთი და იგივეს არ ნიშნავს პასუხი ვერ მივიღე) ასევე იმავე ე.წ. კონსტიცტუციის 10 მუხლით დედაქალად ცხადდება სოხუმი ანუ აკუა (Акуа);

4. აღნიშნულის მუხლების შემდგომ უკვე ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს ეთმობა (დაახლოებით 35 მუხლი), თვითონ ე.წ. აფხაზეთის მოქალაქოების საკითხს სულ სამჯერ ეხება აღნიშნული კონსტიტუცია: პირველად მითითებაა მასზე, რომ ე.წ. აფხაზეთის მოქალაქესთვის მოქალაქეობის წართმევა არ შეუძლია სახელმწიფოს, პრეზიდენტის უფლებამოსილებებშიც არის მოქალაქეობის მინიჭება და მოქალაქეობის მინიჭების საკანონმდებლო უზრუნველყოფას ახდენს;

5. მოქალაქეობის მიღების საკითხს ე.წ. აფხაზური კონსტიტუცია უკვე აღარ ეხება. აღნიშნულ საკითხს უკვე დამატებით არეგულირებს ე.წ. კანონი „აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ“. პირველი რაც ყველაზე თვალში საცემია არის ის, რომ აღნიშნული კანონი ცნობს და ხელუწყობს  უცხოეთში მცხოვრებ დიასპორის უფლებას მათ მიერ მოქალაქეობის მიღებაზე (აქ უკვე თავის თავს უწოდებენ აბაზებს/აბაზა);

6. პირველი და ყველაზე თვალში საცემი რაც ამ კანონში შემდგომში გვხდება არის ის, რომ ის ძირითადად არ ეხება არც ერთ თარიღს გარდა 1999 წლისა ანუ 1999 წლამდე არსებული ვითარება სრულებით არის უგულველყოფილი. რაც შეეხება ყველაზე უფრო საინტერესოს აღნიშნული იწყება 5-ე მუხლის ა ნაწილიდან სადაც (სიმართლე გითხრა ნამდვილად არ მოველოდი თუ ასეთი სახის განმარტება შეიძლება არსებობდეს და მას კანონმდებელი იყენებდეს) „აფხაზი ეროვნების პირი / лица абхазской национальности (абаза)“ აბაზი პირის ადგილსამყოფელის მიუხედავად ის ითვლება ე.წ. აფხაზეთის მოქალაქედ. გარდა ამისა გამონაკლისია (ანუ არ ითვლებიან მოქალაქეებად): პირები რომლებიც ანტიკონსტიტუციური მეთოდებით ცდილობენ აფხაზეთის სტატუსის შეცვლას ან/და ცდილოდნენ. აღნიშნული პირდაპირ ნიშნავს, რომ ჯერ პირველი სრულებით უცნობია რას ნიშნავს ეს ტერმინი და როგორ უნდა იქნეს აფხაზი ეროვნების პირი დადასტურებული და მეორე აღნიშნული ჩანაწერი პირდაპირ მიმართულია მოსახლეობის იმ ნაწილისკენ, რომლებიც ღია საომარ ეპიზოდებში მონაწილეობდნენ;

7. მეორე ყველაზე უფრო საინტერესო კი კვლავ ამ 5 მუხლის ბ ნაწილია, სადაც ე.წ. აფხაზეთის მოქალაქედ ითვლებიან ის პირები რომლებიც 1999 წლის 12 ოქტომბრამდე (ე.წ. დამოუკიდებლობის აქტის მიღებამდე) იმყოფებოდნენ მინიმუმ 5 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ე.წ. აფხაზეთის ტერიტორიაზე და არ აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა (გარდა რუსეთის ფედერაციისა, როგორი დამოუკიდებელი ქვეყნაა, რომ ორმაგი მოქალაქეობაც კი რუსეთის შეიძლება ჰქონდეს). გარდა ამისა გამონაკლისია (ანუ არ ითვლებიან მოქალაქეებად): პირები რომლებიც ანტიკონსტიტუციური მეთოდებით ცდილობენ აფხაზეთის სტატუსის შეცვლას ან/და ცდილოდნენ. აღნიშნული ჩანაწერი პირდაპირ მიმართულია მოსახლეობის იმ ნაწილისკენ, რომლებიც ღია საომარ ეპიზოდებში მონაწილეობდნენ;

8. ამასთანავე ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეს შეუძლია მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა ქონდეს, ანუ ე.წ. აფხაზეთის მოქალაქე გარდა რუსეთის მოქალაქეობის მიღებისა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა არ აქვს;

9. დამატებითი კიდევ რამდენიმე ბერკეტი კანონში მითითებული, მაგალითად: არათუ მოქალაქეობა არამედ იმ პირების მიმართვას არ განიხილავს რომლებიც ანტიკონსტიტუციური მეთოდებით ცდილობენ აფხაზეთის სტატუსის შეცვლას ან/და ცდილოდნენ;

10. ეხლა დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს: ე.წ. კანონში თითქმის არაფერია ნახსენები იმ პირების შესახებ, რომლებიც მაგალითად ისევე როგორც მე დაიბადნენ 1988 წელს და იძულებით გადაადგილებულ პირად ვითვლები, ანუ 1999 წლის 15 ოქტომბერი მითითებულია სპეციალურად, რომ მე არ მქონდეს (ეს ცალკე საკითხია რამდენად მინდა) საკანონმდებლო საშუალება, რომ მივმართო ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობაზე. კანონის ძალით თავისივე დაწესებული შეზღუდვების საფუძველზე იმ პირებს რომლებიც ცხოვრობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე აუკრძალეს ნებისმიერი სახის საშუალება რათა ისინი არათუ დაბრუნდნენ საკუთარ სახლში არამედ ჩაითვალონ თუ არა ისინი ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეებად (ცნობისათვის ზოგიერ ოფიციალურ დოკუმენტში სამამულო ომის სახელწოდება აქვს 1992-1993 წლების მოვლენებს);

11. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი აი ამ მარტივ საკითხშიც არის ის, რომ ე.წ. აფხაზური კონსტიტუციით გარანტირებულია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (მათ შორის საცხოვრებელი ადგილის და ა.შ.) ამასთანავე ის ცნობს გაეროს დეკლარაციას ადამიანის უფლებების შესახებ, ის უკვე კანონის ძალით ღიად სრულებით ღიად ტოვებს უკვე 1994 წლამდე არსებულ მდგომარეობას. გარდა ამისა ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზეც კი აღიარებულია „აფხაზი ეროვნების პირი“;

12. სტატიის მიზანი არ არის, რომ ვინმემ მიიღოს ე.წ. აფხაზური მოქალაქეობა სტატიის მიზანი იყო მარტივად ამეხსნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ კი ე.წ. აფხაზეთი შეიძლება ვინმემ ჩათვალოს სამართლებრივ სახელმწიფოდ მგონია იმედგაცრუება ელის რადგანაც იმ პირების შესახებ (დაახლოებით 300 000 ათასამდე) რომლებიც ეთნიკურად ქართველები იყვნენ საკანონმდებლო დონეზე არც კია მათზე რაიმე სახის მინიშნება, თითქოს სამართლებრივ რეალობაში ისინი არც არსებობდნენ”       

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.