“ეხლანდელ პრეზიდენტზე ბევრად უკეთესი ქართულიც იცის და მასზე უკეთაც აზროვნებს!” – თამარ ივერი 10 წლის კორეელ გოგოზე

10 წლის კორეელმა გოგონამ დაელ ჰეომ, რომელიც ქართულად უაქცენტოდ საურობს და საქართველოს პრეზიდენტობაზეც კი ოცნებობს, მთელი სოციალური ქსელი აალაპარაკა. ერთ-ერთი ვინც მასზე საუბრობს ქართველი სოპრანო თამარ ივერია, იგი აღფრთოვანებულია გოგონას ნიჭიერებით და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ამ ასაკშიც კი ჯობია…

“ამ ასაკში, ეხლანდელ პრეზიდენტზე ბევრად უკეთესი ქართულიც იცის და მასზე უკეთაც აზროვნებს! მე გაძლევ ხმას შვილო!!!” – წერს თამარ ივერი.

თუმცა ყველა ადამიანი ასე დადებითად როდი განაწყო 10 წლის გოგონას ამ ბავშვურმა ოცნებამ, თამარ ივერის ამ პოსტმა კრიტიკაც დაიმსახურა და სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი კომენტარებში წერს – “ასე ვართ ქართველები, ვიღაც გადამთიელს ვუკრავთ ტაშს და ხოტბას ვასხავთ. რახან კარგად ლაპარაკობს ქართულად და უკვე ამბიციები აქვს სხვა ქვეყნის პრეზიდენტობაზე ამიტომ უნდა ფართო გზა გაუხსნათ?! სალომე ვერ აიტანეთ ქართველი, საფრანგეთში გაზრდილი ქალი და ვიღაც კორეელი საქართველოს პრეზიდენტი რატომ უნდა გახდეს. დაფიქრდით რაა ასე ნუ ავჟიტირდებით! რამდენი ქართველი ემიგრანტი ბავშვი საუბრობს ინგლისურად, გერმანულად, და თუ ამბიციები გაუჩნდებათ პრეზიდენტობაზე არამგონია რომ იმ ქვეყნის მოსახლეობამ ტაში დაუკრას და იოცნებოს მის გაპრეზიდენტობაზე”.

ამ კომენტარს მასა და თამარ ივერს შორის კამათიც მოყვა:

“ვინ დავაფასო ქალბატონო ნინა? ქართველს ვაფასებ, მაგრამ ქალი, რომელმაც… ანტილოპა ისწავლიდა აქამდე ქართულს… ჯერ ენაც ვერ ისწავლა და გაპრეზიდენტების დღიდან… კვირა არ გავა რაღაც ანტიქართული და ანტიჰუმანური არ მოიმოქმედოს… ის ვაღიარო ქართველ პრეზიდენტად?? მხოლოდ ქართული გვარი ჩემთვის ჩალის ფასია. აპოლიტიკური პერსონა ვარ, მაგრამ ერთი დღე არ ჩამითვლია ეს ქალბატონი საქართველოს პრეზიდენტად. ასე რა გაგაღიზიანათ პატარა ბავშვის მიამიტურმა ამბიციამ. მგონი უკვე სალომეს კონკურენტად აღიქვავთ. დაწყნარდით, რომ წამოიზრდება, პირიქით თავქუდმოგლეჯილი გაიქცევა თქვენისთანა მოქალაქეებისგან ტალახის წვნევით” – პასუხობს თამარ ივერი.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ვიყოთ სულ სხვის იმედზე, ჩვენ კი ვწიოთ პლანი ვითამაშოთ ნარდი დომინო აჭარაბეთზე და ვიძაღოთ ხმამაღლა ჯოოოოს ჯოოს და ამინ ამინ! მოკლედ მთელი მსოფლიო ჩვენ დაგვცინის და გვეკაიფება!

  2. ემიგრანტი ქალი არა!! კაცი

    მთავარია ქართველი გალანძღოთ და კორეელიც გირჩევნიათ და თალიბიც..! ბო ის გაგდებულო!! სალომეც კაი მაგავია და შენც

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.